რაგბი

ეროვნული ნაკრები

ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ