"ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. Rugby Europe-ს აქვს წარმოდგენილი პროექტი, რომლის თანახმადაც, რაგბის ევროპის ჩემპიონატი 31 ოქტომბერს უნდა განახლდეს, ხოლო უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელი საპლეიოფო დაპირისპირება ნოემბერში გაიმართოს.
ყველაფერი კი მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თარიღებს გამოყოფს სანაკრებო მატჩების ჩასატარებლად.
მსოფლიო რაგბის მმართველი საბჭო 1 კვირის წინ შეიკრიბა, თუმცა ჯერ მაინც ვერაფერი გადაწყვიტეს. მოსალოდნელია, რომ ზუსტი პასუხი ივლისის შუა რიცხვებისთვის გვეცოდინება", -
განაცხადა მარკოვმა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-5 ტურის მატჩებით განახლდება. ერთმანეთს რუმინეთი-ბელგია, ესპანეთი-პორტუგალია და საქართველო-რუსეთი შეხვდებიან.
მომზადებულია rugger-ის მიხედვით