Irish Times: 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან

AutoSharing Option
Irish Times-ი რაგბის რეპორტიორ ჯონ ო'სალივანის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან.

ავტორის მიხედვით, მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ტესტ-მატჩების შესახებ და განსაზღვრავს 2020 წლის "6 ერის" კალენდარს, რომელიც არატრადიციული ფორმატით ჩატარდება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი მიიღებს: ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი და საქართველო. მოსალოდნელია, რომ გათამაშება 5 დეკემბერს დასრულდება.

სტატიის მიხედვით, ბრიტანულ პრესაში, განსაკუთრებით, ინგლისურ მედიაში, ბევრი სპეკულაცია იყო იმის შესახებ, თუ
რომელი იქნებოდა ის ორი გუნდი, რომლებიც ტრადიციულ 6 ნაკრებს დაემატებოდნენ. განსაკუთრებით ბევრს წერდნენ იაპონიის ნაკრებზე, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო მე-8 გუნდი საქართველო იქნება და არა იაპონია.

"ფიჯელი და ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საფრანგეთსა და ბრიტანეთში თამაშობს, რაც ამ ორი ნაკრების სამოგზაურო სტატისტიკას შეამცირებს. ამასთანავე, ტიერ 2 დონის გუნდების შეჯიბრებაში მონაწილეობა ამ ქვეყნებისთვის წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში მოიგო, მათ შორის რუმინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. უკანასკნელი 10 შეჯიბრებიდან საქართველომ 9 ტურნირში გაიმარჯვა და პირდაპირ საუკეთესო ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობა თუ არა, პლეი-ოფის შანსი მაინც დაიმსახურა.

რეალურად თუ შევაფასებთ ვითარებას, ეს მალე არ მოხდება, თუმცა ეს შანსი მათთვის უდიდესი პლატფორმა იქნება, რათა 6 ერის გუნდების წინააღმდეგ დაამტკიცონ, რომ მომავალში ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას იმსახურებენ. თუ საქართველოს სურს ხმამაღალი განცხადების გაკეთება, თუ საით არის მათი რაგბი მიმართული, მაშინ ეს იდეალური პერიოდია ამის გასაკეთებლად." - წერს ავტორი.





მკითხველის კომენტარები / 39 /
თუ გეოგრაფიულად განვსაზღვრავთ. საქართველო უფროს ევროპა, ვიდრე იაპონია, გიჟი და აშშ. სათამაშო დონიდან გამომდინარე, კიდევ არ მგონია საქართველო მაჩანჩალა იყოს სულ. ერთ 4-5 წელიწადში დაგვიდვეს წინ იტალია წინ.
ავთანდილი
23 ივლისი 2020 20:19
0
1 2 3 4 5 -ს ასეთი უვიცი როგორ ხარ როცა საქართველო გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობს,სკოლაში თუ ვერ ისწავლე ინტერნეტსი მაინც შედი და იქ ნახე რომ საქართველო აზიური ქვეყანაა.მასე ისრაელიც იტყვის რომ ევროპელი ვარო.
gogia
18 ივლისი 2020 20:52
4
რატომ არის ნაკრები უმწვრთბელოდ? უკეთესად ათამაშა გუნდი ქართველი მწვრთნელების ხელში. ჰეიგმა წინსვლაზე ინერციით მიღებული გუნდი დაღმა სვლაზე გაუშვა არასწორი მიდგომით. თვითონ უკანახაზელი იყო და უკანა ხაზი ვერანაერად ვერ დააყენა და შეარჩია სწორად. ჩამოიყვანეთ ახლა მილიონ დოლარიანი წელიწადში მწვრთნელი და აკეთონ ექსპერიმენტები. მთავარი მწვრთნელი მაგივრად კარგი უკანახაზის მწვრთნელია საჭირო და თაობა რომელიც მოდის უფრო გამართულად და სწორად თამაშობს, თან ფიზიკური მონაცემებითაც გაუმჯობესდნენ. ჰეიგის ბოლო წლებში კი შერკინებაც უკანსვლაზე იყო
niko
15 ივლისი 2020 18:30
0
გამიხარდა ნიკო შენი ჩასწორება! თუ იაფი და თან ქართველი მწვრთნელები გვყავს რომლებიც უკეთესად ათმაშებენ ნაკრებს, თან ეს "8 ერიც" თუ დადასტურდა, მაშინ რაღა გვინდა მეტი?! არა თუ სანერვიულოდ, პირიქით, ამ წელიწადს აუცილებლად დიდი სურპრიზით და მაღალ ნოტაზე დავასრულებთ!

ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და დავტკბეთ ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლით!
Covid-19
15 ივლისი 2020 20:45
0
ე ბიჭო, კორონასაც ქონია რაღაც დადებითი.

ოღონდ, თუ ეს მართალია, და ეს შანსი თუ ვერ გამოვიყენეთ და დავრჩით საპატიო ბოლო ადგილზე, სავარაუდოდ კაი ხნით დავემშვიდობებით 6 ერს.

შესაბამისად, არ ვიცი რა გვირჩევნია. ღირს ჩიტი ბრდღვნად ამ უმწვრთნელო ნაკრებში?
covid-19
15 ივლისი 2020 11:24
0
აბა აბა აწი რა გიჭირთ?დდდდდდდდდდდდდდდ
xx
15 ივლისი 2020 11:12
10
ასეთი მიდგომით და მხოლოდ ფულზე ფიქრით ღირსები არიან იტალიის მსგავსად კიდევ დაუსუსტდეთ რომელიმე ნაკრები მაგალითად შოტლანდიაა მაგ გზაზე და მერე დაერხევათ ჯიგრებს, წავა რეგრესი. ისედაც მაგ გზაზე არიან ბოლო მსოფლიომ მშვენივრად დაგვანახა ეს ფაქტი.
ანესთეზეოლოგი
15 ივლისი 2020 11:04
0
რას იმადლებიან ვერ ვიგებ, ამათ რაგბის განვითარება არ უნდათ, ამათ რაგბი არ უყვართ, ამათ მხოლოდ ფული უყვართ. რაგბის მამები უდიდეს დანაშაულს სჩადიან იმით, რომ აფერხებენ რაგბის განვითრებას, საკუთარი მონოპოლიური მმართველობის ხარჯზე.
ბმბ
15 ივლისი 2020 01:19
1
ვიღაცას დაესიზმა ახლა ეს ინფორმაცია ისე გავს.DDD
jjj
14 ივლისი 2020 18:43
2
საქართველო გეოგრაფიულად. ჰაერის ტემპერატურით და ბუნებით, ბუნებრივი ადგილმდებარეობით ევროპაა და ფიჯის აქ რა უნდა გაუგებარია.
12345
14 ივლისი 2020 18:00
5
ფიჯი რა ᲨუაᲨია მაგაᲗი ევროპელობა და მაგაᲗი სტადიონზე დასწრებადობა არ გაიᲨვა სტადიონიც არ აქვᲗ მგონი ნორმალური, მახსოვს Ჩვენ რო ᲩავედიᲗ მაგაᲗᲗან კუნᲫულებზე ხალხი ბორცვებზე იჯდა ისიც კანტაკუნტად
გოგა
14 ივლისი 2020 16:57
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული