რაგბი

ეროვნული ნაკრები

სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია