იმედია, "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან თამაშსაც არ აუკრძალავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელსაც ერთჯერად "8 ერის" ტურნირში საასპარეზოდ არ უხმეს, შესაძლოა, სტუმრად შოტლანდიას შეხვდეს.

heoffsideline.com-ის ცნობით, შოტლანდია 24 ოქტომბერს ედინბურგის "ბიტი მარიფილდზე" "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს.

31 ოქტომბერს შოტლანდიამ უელსთან "6 ერის" გადადებული მატჩი უნდა ჩაატაროს და ჩვენს გუნდთან შეხვედრა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ჯერ უცნობია, მისცემენ თუ არა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, სკოტებმა 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრები ორჯერ დაამარცხეს - 44:10 და 36:9.

შოტლანდიისა
და საქართველოს ნაკრებების მატჩის გასამართად მსოფლიო რაგბისა და "6 ერისგან" თანხმობის მიღებაა აუცილებელი და იმედია, ამჯერად მაინც არ დაგვტოვებენ თამაშგარეში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი არ განვითარდება, განმტკიცდება, დიდი ფული არ ჩაიდება და სერიოზული კონკურენტული გარემო არ დადგება (არა მარტო რაგბში) ... მანამ სამწუხაროდ რეალური განვითარება, გამყარება -ეროვნული ნაკრების რ ე ა ლ უ რ ი წინსვლა -ა რ დადგება ( 10-ლშიც ვერ შევალთ, როდემდე საფრანგეთი გვიმზადებდეს ნაკრებს?!) და- და რ ო გ ო რ (?!)- ს ა ჭ ი რ ო ა ეკონომიკის აღორძინება, ეკონომიკის აღორძინებისათვის შიდა წარმოების, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის ა ღ ო რ ძ ი ნ ე ბ ა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია- ძირითადი- ს ტ ა ტ ე გ ი უ ლ ი ეკო-ური პროექტების განხორციელება ეკო-ურად მძლავრ- პოლიტიკურტად პ ა რ ტ ნ ი ო რ დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით (მ ტ კ ი ც ე დ იცავენ იურიდიულად, სამართლებრივად, საერთაშორისო სამართლის დაცვით - საქართველოს ტერ-ულ მთლიანობას...)... რისთვისაც ს ა ჭ ი რ ო ა - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცება და რ ო გ ო რ (?!) - ს ა ჭ ი რ ო ა - დემოკრატიულ სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემა (ა რ ა - რუსულ აზიური ავტორიტარულ-ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური, მით მხოლოდ უპერსპექტრივი) -კანონის ეზენაესობის დამკვიდრებით-ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი გარემო -წესრიგის შექმნა - განმტკიცებით , რაც არის გ ა რ ა ნ ტ ი - საფუძველი სწორად საშუალო, მცირე ბიზნესის შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი განვითარების, მით შიდა წარმოების, მით ...+ სახელმწიფოს უშიშროება- უსაფრთხოების განვითარება - განმტკიცება ( 90 000-ი კბილებმდე შეიარაღებული პროფესიული ჯარით, თავისი თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებით, საღვაო ძალებით) ... და მისთვის -გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა, ანუ ჩ ვ ე ნ გვჭირდება სწორად დასავლეთის გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი ს გაზიარება, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა ...მისთვის ა დ ე კ ვ ა ტ უ რ ი ხელისუფლების მოყვანა...ეს მართლა და კიდევ ა რ გვესმის 30 წელია ?! ხოდა ვტრიალებთ ერთ უპერსპექტივო წრეზე და ვართ ...მაგრამ რ ო დ ე მ დ ე ?!
გლახუნა
12:58 30-07-2020
3
სანამ საკლუბო დონეზე წარმატება არ გვექნება და 2-3 ძლიერი კლუბი არ გვეყოლება,სანაკრებო დონეზე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი არასერიოზულია.
გიგა
11:40 30-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული