რაგბი

ეროვნული ნაკრები

შოტლანდიელთა კაპიტანი "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრას მიესალმება

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" 24 ოქტომბერს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე scotsman-თან შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სტიუარტ მაკინალმა ისაუბრა. სხვათა შორის, გასულ წელს თბილისში ჩატარებულ ტესტ-მატჩამდე და მის შემდგომ ის თბილისში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა და ქართველების მასპინძლობით კმაყოფილი იყო.

სკოტების გუნდისთავს მიაჩნია, რომ ეს მეტი იქნება, ვიდრე უელსთან გასახურებელი შეხვედრა; საქართველოს ნაკრების სტუმრობას მიესალმება და ამბობს, რომ იოლი გასეირნება არ გამოუვათ.

"მიმზიდველი თამაში გველის. მე ამას მოთელვას ვერ დავარქმევდი, რადგან ამით მეტოქის დისკრედიტაციას მოვახდენდი. ვფიქრობ, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ - ქართველების წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ
ვითამაშე. კარგი იქნება, თუ უელსთან ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საქართველოს ნაკრებს დავუპირისპირდებით. მართლაც საინტერესო თამაში იქნება".