რაგბი

ეროვნული ნაკრები

ინგლისური კლუბის ბოსი: რაგბის განვითარება თუ გვსურს, საქართველოც უნდა გავაძლიეროთ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერშიფის კლუბ "გლოსტერ რაგბის" მფლობელმა მარტინ სენტ ქუინთონმა The Rugby Paper-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რაგბის განვითარებაზე ისაუბრა და მოკლე კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა.

"ზოგჯერ რაგბის, როგორც გლობალური თამაშის, განვითარებას ვცდილობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსურად ძლიერი ქვეყნები ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებს უნდა დაეხმარონ.

დახმარების გარეშე განვითარებადი სარაგბო ქვეყნები წინ ვერ წაიწევენ - ყველასთვის კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერი იაპონია, საქართველო, არგენტინა და ფიჯი გვეყოლება", - აღნიშნა ქუინთონმა.

როგორც ჩანს, სერ მარტინს 6 ერის ბოსებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ რაგბის
განვითარებას ხელს წამყვანი სარაგბო სახელმწიფოები უშლიან და ეს პოზიცია, სულ მცირე, არსებობას იმსახურებს.