"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი შანსი - იაპონიამ "6 ერში" თამაშზე უარი თქვა

AutoSharing Option
Kyodo News-ის ინფორმაციით, იაპონიის ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, "6 ერის" ფორმატშეცვლილ ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

როცა "8 ერის" ჩატარებაზე მიდიოდა საუბარი, რამდენიმე ექსპერტი სწორედ ვირუსს მიიჩნევდა მიზეზად იმისა, რომ ამ შეჯიბრებას იაპონიის ნაცვლად საქართველო უნდა დამატებოდა.

მოგეხსენებათ, "6 ერის" ხელმძღვანელობამ შემოდგომის ტურნირზე სათამაშოდ ფიჯი და იაპონია მიიწვია, აზიელების უარის თქმის შემდეგ კი შანსი ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ე.ი. რა გამოდის , უარი ვთქვათ , დაველოდოთ ვიდრე რუმინეთს და რუსეთს მინიმუმ 50 ქულით არ მოვუგებთ , ტიერ ერთის გუნდებთან წელიწადში ერთხელ ასე 5-10 ქულაზე მეტით ვიდრე არ მოვიგებთ , მერე ექვსი ერი ასე 5-10 წელიწადი ვაწუწუნოთ შემოსი შემოდიო და დავიწყოთ ფიქრი თანხმობა ვუთხრათ თუ არა .თანაც მესამე ახალი თაობაც წამოგვეწევა უკვე . ცოტა გავამუქო თორემ დაახლოებით ასე ჟღერს უარის მთქმელთა მოტივი
კახა
09:44 30-08-2020
0
ვკითხულობ კომენტარებს და იმის შიშით რო დიდი ანგარიშით წავაგებთ უარი უნდა ვთქვათო. რაღაც მეეჭვება ევროპაში ეპიდაიტუაცია უკეთესი იყოს და მათი ფიზმომზადება ჩვენზე მაღლა იდგეს. რაშიც მათ ტოლს ნაღდათ არ ვუდებთ ეს ფიზმომზადებაა რომ იცოდეთ. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეხლა რომ უარი თქვა ათობით წლები სათქმელი ექნებათ როცა შანსი მოგეცით არ გამოიყენეთო და სამუდამოდ გაგვაჩუმებენ. ვისთან ტესტმათჩით გინდათ დონის ამაღლება როცა სულ მაქსიმუმ ორი თამაში გაქვს წელიწადშ ტიერ 1გუნდათ? თუ რუმინეთი რუსეთი გაგაძლიერებს? ცალსახად უნდა დავთანხმდეთ და ჩუმჩუმად დიპლომატიურად მათ ხარჯზე გამოვაცხოთ ახალი თაობა და ნაკრები. ნუ ბობოქრობთ და მატრაკვეცობთ. სიამაყე ყელში მოგაწვათ ეტყობა და ვერ ხვდებით რომ სათაკილო არაფერია. იაპონიას ტესტები რა გუნდებთან აქვს ნახეთ ჯერ, რად უნდა ევროპაში სირბილი. ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა ფიჯი. იმედია შემოგვთავაზებენ.
Giorgi
23:51 28-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული