რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია?!

AutoSharing Option
სხვადასხვა ბრიტანული წყაროს ცნობით, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ფავორიტი კანდიდატი 35 წლის ინგლისელი რორი ტიგი გახლავთ.

ტიგი ბოლოს "გლოსტერში" უკანახაზელების მწვრთნელად მუშაობდა, იქამდე კი იმავე სტატუსით იმყოფებოდა ტოპ14-ის კლუბ "ბორდოში". სხვათა შორის, იმ დროისთვის წამყვან ევროპულ სარაგბო ჩემპიონატებში მომუშავე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახლდათ.

გარდა ზემოთაღნიშნული გუნდებისა, ტიგს უმუშავია "სარასენზსა" და "ვოსპში", ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებ გუნდში.

საქართველოს ნაკრები კი მთავარ მწვრთნელს 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ეძებს, როცა გუნდი მილტონ ჰეიგმა დატოვა. ამჟამად "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან
მაისაშვილი გახლავთ.

The Rugby Paper-ი კი წერს, რომ ტიგის მთავარი კონკურენტი საქართველოს ნაკრების დამრიგებლის პოსტზე სამხრეთაფრიკელი სვის დე ბრუინია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შეტევის მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

alt"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი შანსი - იაპონიამ "6 ერში" თამაშზე უარი თქვა


ასევე დაგაინტერესებთ