საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
რაგბი კიარა გახარიას კრიტიკა გაინტერესებს გეტყობა არცეგაა პრობლემა მეორეც 6 ერის დონეს ბევრი გვიკლია და მესამე იმ ექვსი ერის მამებიდან რომელი გვიჭერს მხარს ერთი დაასახელე.არცერთი უკვე ექვს ერში ვიქნებოდით პირიქით რო ყოფილიყო.და ბოლოს რაგბში თუ რამე გაკეთდა ერთი კაცის გაკეთებულია .და ამ თემას პიარისთვის ვერც გრიშა გამოიყენებს და ვერც მიშა.
zaza
17:29 10-09-2020
1
ფონდ"ქართუს",პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს,არავინ ვუკარგავთ იმ დიდ ღვაწლს ქართული რაგბის წინაშე,რაც გამოიხატება ქვეყნის ყველა რეგიონში მრავალი სარაგბო სტადიონის აშენებაში.თქვენსმიერ დაშვებული იქნა მრავალი მძიმე შეცდომაც - უმთავრესი,რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან რაგბის მცოდნე,სქმის კარგად მკეთებელი გიორგი ნიჟარაძის გაშვება და მის ადგილას თქვენს მიერ დანიშვნა და არა არჩევა,რაგბის უვიცის გოჩა სვანიძისა.ზემოთაღნიშნული თქვენს მიერ გაწეული დახმარება რომ არა,ღრმად ვარ დარწმუნებული - ქართველი მორაგბეები ამ დრომდე აუცილებლად მიაღწევდნენ დიდ წარმატებებს!
პატივცემულებო,ყველაფერს ნუ დაიბრალებთ...
....
16:32 10-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული