შემოდგომის ერთა თასი - ვრცლად ტურნირის შესახებ და ვის ვეთამაშებით

AutoSharing Option
წლევანდელი შემოდგომა ბორჯღალოსნებისა და ზოგადად მსოფლიო რაგბისთვის განსაკუთრებული იქნება. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის შეთანხმებით, ტრადიციული, ნოემბრის ტესტ-მატჩების ნაცვლად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „შემოდგომის ერთა თასი 2020“ ჩატარდება, რომელშიც ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები ითამაშებენ.

ექვსმა ერმა უკვე ოფიციალურად დააანონსა, რომ უპრეცედენტო, ინოვაციური ტურნირი, რომელშიც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, ამა წლის 13 ნოემბერს დაიწყება და 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„შემოდგომის ერთა თასის“ გამართვის იდეა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე გაჩნდა. მგზავრობაზე დაწესებული
შეზღუდვების ფონზე, ცხადი გახდა, რომ საშემოდგომო ტესტ-მატჩების ორგანიზება შეუძლებელი იყო, ახალი, ერთჯერადი ტურნირის საშუალებით კი, რაგბის ქომაგებს ოთხი დაძაბული უიქენდი და 16 საუკეთესო ხარისხის საერთაშორისო მატჩის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

ტუნირის შესახებ და ვის როდის ვეთამაშებით

„შემოდგომის ერთა თასზე“ რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. „ა“ ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსი და საქართველო ითამაშებენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი.

ტურნირი 13 ნოემბერს, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიისა და უელსის შეხვედრით დაიწყება. მეორე დღეს ინგლისი ბორჯღლოსნებს „თვიქენემზე“ უმასპინძლებს, ხოლო იტალია შოტლანდიას შეხვდება. პირველი ტური კვირას, 15 ნოემბერს საფრანგეთისა და ფიჯის მატჩით დასრულდება.

ბორჯღალოსნები 21 ნოემბერს უელსს ეთამაშებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 29 ნოემბერს, ირლანდიასთან მატჩით ასრულებენ.

5-6 დეკემბერს „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნითი მატჩები გაიმართება და ერთმანეთს ჯგუფებში ერთნაირი რეიტინგის მქონე გუნდები შეუწყვილდებიან, ანუ პირველადგილოსნები პირველობისთვის ითამაშებენ, ჯგუფში მეორეები მესამესთვის, მესამეები მეხუთესთვის და მეოთხეები მეშვიდე ადგილისთვის.

ახდენილი ოცნება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა, მთელს ქვეყანას მიულოცა ბორჯღალოსნების „შემოდგომის ერთა თასში“ ჩართვა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მინდა მთელს სარაგბო თემს და ქვეყანას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება! როგორც კი ცნობილი გახდა, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს მონაწილეობაზე დაიწყო საუბარი, ქვეყნის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან კოორდინაციით, მოლაპარაკებებში ჩვენთან ერთად ჩაერთო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. საბედნიეროდ, ყველაფერი კაგად დასრულდა და ექვსმა ერმა, მსოფლიო რაგბთან კოორდინაციაში, ეს სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო. ახდა მრავალი თაობის მორაგბეების და მთელი ქვეყნის ოცნება. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანაკრებო ტურნირში მონაწილეობა არის ქართული რაგბის უდიდესი პოპულარიზაცია და ეს აუცილებლად გამოიწვევს რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობის ზრდას“.

„აქამდე არასდროს გვქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენს გუნდს ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრა ჩაეტარებინა და ისეთ გუნდებთან თამაშით, როგორებიც არიან შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია, ნაკრები მიიღებს უდიდეს გამოცდილებას, რაც ჩვენს განვითარებას დააჩქარებს. ასევე დაგვანახებს, თუ სად ვიმყოფებით ამჟამად და რა გვაქვს გასაკეთებელი, რათა წინსვლა გახდეს შეუქცევადი და საქართველოს ნაკრებმა მოწინავე გუნდებს შორის კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს“.

„მსოფლიო რაგბის ფორუმებზე მუდმივად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშროლონ რაგბის კავშირმა, მთავრობამ, კერძო სექტორმა და მსოფლიო რაგბმა. ამ აღიარებამდე მიგვიყვანა „ქართუ ფონდის“ უპრეცედენტო ჩართულობამ ქართული რაგბის განვითარებაში. მისი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა“.

რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ლექსო გუგავა იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს ჩართულობით, მომავალში საქართველოსთვის ექვსი ერის კარი გაიღება:

„ახდა ქართულ რაგბში ჩართული ყველა თაობის მორაგბეების, გულშემატკივრების და მთელი ქვეყნის ოცნება. ჩვენი განვითარებისთვის ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან ხშირი თამაში უმნიშვნელოვანესია და ეს ტურნირი ერთადერთია, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს. ეს არის თაობების მუშაობის, მოთმინების და მიზანდასახულობის შედეგად მიღწეული უდიდესი გამარჯვება“.

„ჩვენი ნაკრები მსოფლიოს მოწინავე გუნდებთან ითამაშებს და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მათთვის ღირსეული მეტოქეები ვიყოთ. ეს შესაძლოა აგრეთვე იყოს ექვსი ერის გაფართოების შესაძლებლობაც. ის კომერციული, ყველაზე შემოსავლიანი ტურნირია და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან ექვს ერში მოსახვედრად მხოლოდ თამაშის ხარისხი არ კმარა და საჭიროა სხვა გარანტიების მიცემაც“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
მართლა არ გაგვიმართლა და სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით. მეორე ჯგუფში ჩვენი დონის თითქმის სამი გუნდია :შოტლანდია, ფიჯი და იტალია. ჯგუფში ერთი თამაშიც თუ მოვიგეთ (მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკის სფეროა), ლოგიკურად მეორე ჯგუფის ჯვარედინი შეხვედრაც უნდა მოვიგოთ.
ჟორა
22:02 16-09-2020
1
Gadamwyveti matchi italiastan gveqneba uechveli imitoro piji gaapobs Italias ase ro jeri chvenzea unda movugot amjerad mainc
Georgia
23:28 13-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული