ლევან მაისაშვილი: 1 თამაშის მოგებაც ბრწყინვალე რამ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო AFP-თან "ბორჯღალოსნების" შესახებ ისაუბრა.

"ტიერ 1-ის ქვეყნებთან წელიწადში მხოლოდ ორ შეხვედრას ვმართავთ და ჩვენი მთავარი პრობლემაც ეს არის. მეტი შანსი რომ გვქონოდა, იმ დონემდე მივაღწევდით, რაც "6 ერში" თამაშისთვის არის საჭირო.

ამ ტურნირზე (8 ერი) კი ჩვენზე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და საქართველოს ნაკრებისთვის ბრწყინვალე შანსი იქნება მეტოქეთა გამოცდილების გასაზიარებლად.

თუ 1 თამაშს მაინც მოვიგებთ, რასაკვირველია, ეს ბრწყინვალე იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი საკუთარი საუკეთესო მხარის წარმოჩენა და რაც შეიძლება
მეტი გამოცდილების მიღებაა.

მამუკა (გორგოძე) ძალიან გვაკლია. ეჭვგარეშეა, ის ნაკრებისთვის უდიდესი დანაკარგია, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

ჩვენ თაობათა ცვლის პროცესში ვართ. ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე წავიდა, თუმცა ასევე ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდები მოდიან.

ეროვნული ჩემპიონატის შეფერხება საქართველოს ნაკრებისთვის ნეგატიური ფაქტორია. ჩვენთან სეზონი 7 ოქტომბერს იწყება. 1 მატჩის ჩატარებას მოვასწრებთ, თუმცა კვირაში 2-3 სრული კონტაქტური სავარჯიშო სესია გვექნება.

მილტონ ჰეიგისა და ყველა ჩემი წინამორბედის ჩანაცვლება, ქართული რაგბის ტრადიციების გაგრძელება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები "8 ერის" მატჩების წინ, 23 ოქტომბერს შოტლანდიასთან გახურდება და 13 ნოემბერს კი ინგლისს "თვიქენჰემზე" შეეჯახება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
სულით და გულით შენთან ვართ სოსო!!!...
გაიოზი
17 სექტემბერი 2020 13:25
1
ასე მგონია, მაისაშვილი საკმაოდ კვალიფიცირებული მწვრთნელია იქედან გამომდინარე, რომ ბევრ კვალიფიციურ სპეიალისტთან ნამუშევარია, უფრო კარგად ესმის ჩვენიპრობლემები, რისკიანიცაა და არც შემადგენლობის შერჩევისას არ ეშლება, ენდობა ახლებს, ეგ რომ ყოფილიყო, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასთან გარისკავდა და აბჟანდაძეს და აფრასიძეს ბევრად უფრო ეფექტურად გააკეთებდა, ვიდრე ჰეიგი (ჩემი პატივისცემა მას), ჰეიგმა არ გარისკა და ძველებს ენდო, ზუსტად ესაა დიდი ხნის მწვრთნელების სენი, ყოველ შემთხვევაში ჯერ მაისაშვილს არაფერი გაუფუჭებია, წარმატებები ჩვენ.
წინ
16 სექტემბერი 2020 20:45
0
გეთანხმები სოსო,ეს სამწვრთნელო შტაბი ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში ოპტიმალური ვარიანტია .მთებს ვერ გადაატრიალებენ,მაგრამ არაფერსაც არ გააფუჭებენ, მაგდენი ცოდნა და გამოცდილება ნაღდად დაუგროვდათ.ისე პირველ მსოფლიო თასზე ქართველი მწვრთნელებით ვიყავით როგორც მახსოვს და ირლანდია კინაღამ წამოვიკიდეთ(ოდრისკოლის ჩაწოლა მწღედ მახსენდება).არაგერიც არაა უსაშველო სპორტული თვალსაზრისით . აი რაგბის კავშირში დიდი ნიჩბებია საჭირო მძ...რის გამოსატანად . რუსეთს არ ვთვლი და მგონია მინიმუმ ერთ დადებით შედეგს დავაფიქსირებთ.
სონიგი
16 სექტემბერი 2020 19:02
0
ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ თუ სერიოზული სამწვრთნელო შტაბი არ მოვიდა ნაკრებში მნიშვნელოვანი რეგრესი გარდაუვალია...წარმატებები უახლოეს რვა ერზე ნაკრებს !!!
Pres
16 სექტემბერი 2020 14:53
7
რეგრესი ისედაც გვქონდა,ძალიან ბევრი ლიდერი ტოვებს ნაკრებს.პაუზაც ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს,მაგრამ არც სხვები არიან იდეალურ მდგომარეობაში.ეს ტურნირი უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ბიძგი ჩვენი წინსვლისათვის,ვიდრე აქამდე ყოფილა.ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი,რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა,მაგრამ ვალებში ჩავარდნილ ფედერაციას,რა საშუალებით შეუძლია ასეთი ხალხის მოყვანა?თანაც უთავოდ დარჩენილ ორგანოს,შეუძლია ასეთი ხალხის მოძებნა და გუნდში მოყვანა?ძალიან მეძნელება.ლევან მაისაშვილს მე,ვენდობი და მჯერა,რომ საქმეს არ გააფუჭებს.მას უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს,ამ ხალხს,ძირფესვიანად იცნობს და შესაძლოა ეს გადამწყვეტი ფაქტორიც აღმიჩნდეს გუნდის წარმატებულ თამაშში.
სოსო
16 სექტემბერი 2020 16:48
0

სიახლეები პოპულარული