შემოდგომის ერთა თასი - უელსი "ბორჯღალოსნებს" ჰლანეჰლიში უმასპინძლებს

AutoSharing Option
„შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის მეორე რაუნდში "ბორჯღალოსნები" უელსს ქალაქ ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეტსზე" ერკინება.

უელსის რაგბის კავშირის ცნობით, მანამდე, 31 ოქტომბერს, „დრაკონები“ ამავე სტადიონზე შოტლანდიას მიიღებენ (ექვსი ერის გადადებულ მატჩში).

უელსელთა მთავარი არენა „მილენიუმი“, რომელიც კარდიფში მდებარეობს, დროებით საველე ჰოსპიტლად არის გადაკეთებული და იქ COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ, რის გამოც ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა გახდა საჭირო.

ჰლანეჰლი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და უელსის სიდიდით მეორე ქალაქიდან, სუონძიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული. მისი მოსახლეობა 50 ათასს შეადგენს.

„პარკ ი სკარლეტსი" 2008 წელს აშენდა. ის
პრო 14-ის უელსური ფრანჩაიზის, „სკარლეტსის“ საშინაო არენაა და 14 870 მაყურებელს იტევს.

"ბორჯღალოსნები" „დრაკონებს“ 21 ნოემბერს ეთამაშება და დიდი ალბათობით, შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის. უელსის რაგბის კავშირში იმედოვნებენ, რომ მატჩის ჩატარებამდე კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები შემცირდება და ტრიბუნებზე გარკვეული რაოდენობის მაყურებელი მაინც დაიშვება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული