რუსეთის ნაკრებს "ბორჯღალოსნების" დამარცხებისათვის ძალიან დიდ პრემიალურებს დაჰპირდნენ

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.

"ხუმრობითაც და სერიოზულადაც, რომ საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვთავაზობთ. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის ძლევას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.

წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ რუსეთის საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია იყო. ეს შეიძლება დაგვეხმაროს", - ციტირებს არტემევს Sport24.

საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და 21
მატჩში სძლია, უკანასკნელად კი რუსებმა 1993 წელს იმარჯვეს (15:9). ერთადერთი ფრე 2002 წელს დაფიქსირდა (12:12). საერთო ანგარიში 579:260 საქართველოს სასარგებლოდ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან დიდი ხნის წინ,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბერძნული ქალაქი ათენი,ჯერ კიდევ ქალაქი სახელმწიფო იყო და მათი მთავარი მტერი,სპარსეთი,ათენს ორი გმირი მხედართმთავარი ჰყავდა.თემისტოკლე და მილტიადე.ორივეს პირველობა სურდა და დიდი დაპირისპირებაც ჰქონდათ.ქალაქს არ შეეძლო მათი მტრობისათვის ეყურებინა,ერთ მათგანს,ქყვეყანა უნდა დაეტოვებინა.ჩაატარეს გამოკითხვა და ერთი მათგანი,ქალაქიდან გააძევეს.დიდ მხედართმთავარს სხვა წასასვლელი აღარ ჰქონდა და სპარსეთის მეფესთან მივიდა.მეფემ იმსახურა,რამდენიმე ომში,მერე კი უბრძანა,წაეყვანა სპარსეთის ჯარი და ათენი აეოხრებინა.უარის თქმა შეუძლებელი იყო.დაკლეს შესაწირი ხარი და მხედართმთავარი ხარის სისხლს დაეწაფა.დაეწაფა,დაეწაფა და თავი აღარ აუღია.მოკვდა.თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ომს,ამ ქვეყნისაგან გაძევებულმა და უსამართლოდ შეურაცხყოფილმა,სიკვდილი ამჯობინა.20 საუკუნეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ეს ისტორია,წაკითხვისას,ისევ აღელვებს ადამიანებს.რა უნდა ვთქვათ რუსეთის ნაკრებში გადაბარგებულ ქართველებზე?ჩამოვლენ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში და ქართველ ბიჭებს მოიკითხავენ?ისინი სწორედ საქართველოს ნაკრების დამარცხების მიზნით მიჰყავთ თავის ნაკრებში.მათ ეს ძალიან კარგად იციან და მაინც წავიდნენ.მოღალატეობა ეს არის,თორემ კლუბში სათამაშოდ რომ წავა კაცი რუსეთში,ეს ოჯახის შესანახი ფულის შოვნაა და მეტი არაფერი.საქართველოში დაბადებულ რუსზე ვერაფერს ვიტყვი,ვერც რუსეთში დაბადებულ გაზრდილ ქართველზე(ასეთი კაზალიკაშვილია),მაგრამ საქართველოში დაბადებულ გაზრდილი ქართველი,ამ მიზნით რომ რუსეთის ნაკრებში გადავა,ჩემი აზრით ასეთი ადამიანებს,საქართველოში ფეხი აღარ უნდა დავადგმევინოთ.მძორის სუნი აგდით ბიჭებო.მძორისა!
სოსო
20:18 02-10-2020
4
ჩვენი ოცწლამდელებიც გადაგირბენენ ვანიებო
hahaha
19:52 02-10-2020
2

სიახლეები პოპულარული