რაგბი

ეროვნული ნაკრები

რუსეთის ნაკრებს "ბორჯღალოსნების" დამარცხებისათვის ძალიან დიდ პრემიალურებს დაჰპირდნენ

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.

"ხუმრობითაც და სერიოზულადაც, რომ საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვთავაზობთ. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის ძლევას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.

წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ რუსეთის საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია იყო. ეს შეიძლება დაგვეხმაროს", - ციტირებს არტემევს Sport24.

საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და 21
მატჩში სძლია, უკანასკნელად კი რუსებმა 1993 წელს იმარჯვეს (15:9). ერთადერთი ფრე 2002 წელს დაფიქსირდა (12:12). საერთო ანგარიში 579:260 საქართველოს სასარგებლოდ.