"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
მოთამაშეთა ამპლუების მიხედვით, დღესდღეობით ჩვენს ნაკრებს ჰყავს:
- საშუალო დონის წინა ხაზი (1,2,3 ნომრები);
- სუსტი მეორე ხაზი (4,5 ნომრები);
- არა უშავს რა მესამე ხაზი (6,7,8 ნომრები);
- ნორმალური 9 და 10 ნომრები უკანა ხაზში;
- სუსტი შუამარბები და გარემარბები უკანა ხაზში (11,12,13,14 ნომრები).
ამასთან, ნაკრებს საერთოდ არ ჰყავს ფულბექი (15 ნომერი)
fani
24 ოქტომბერი 2020 23:12
0
მათიაშვილს ერჩივნა იმიჯის შეცვლას, კლასი აემაღლებინა, რაგბი ისეთი სპორტია, რომ სუსტი ადგილი არ უნდა გქონდეს, ჩვენ სუსტი კი არა, უსუსტესი გვყავს 2-3 მორაგბე, მათიაშვილის სახელი ვერ მოვიფიქრე.
რას გევხარ შე ჩემა
24 ოქტომბერი 2020 16:42
1
ყოფილიყვნენ იქ სადაც იყვნენ. რად გვინდოდა 6 ერი? ახლა ისევე როგორც ფეხბურთში სანატრებელი უნდა გაგვიხდეს ძლიერ გუნდებთან დიდი ანგარიშებით არ წაგება. მოგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ისევ მწვრთნელები მათიაშვილი ვაისი უისი და ა.შ. გუნდი არ ვარგა ვერა ხედავთ? რა მწვრთნელი და რა ფედერაცია?
დავით 67
24 ოქტომბერი 2020 13:43
10
უკეთეს შედეგს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება
შოკირებული გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 12:57
1
და უკეთესი ჩემპიონატი.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 14:26
0
უკეთესი შედეგი როგორი გაწყობს? 12-48 თუ 14-48? აბა სხვა შედეგი ხომ ფანტასტიკაა
დავით 67
24 ოქტომბერი 2020 13:45
2
მათიაშვილი -1 დანარჩენები ნოლი
sar
24 ოქტომბერი 2020 12:34
5
უბრალოდ აღარა გვყავს ისეთი ნიჭიერი შერკინების მორაგბეები რაც ჩვენთვის ყველაზი დიდი კოზირი იყო.ერთადერთი ვინც გამოირჩევა და მაღალ დონეზე თამაშობს ლობჯანიძეა.
ჩემი აზრით
24 ოქტომბერი 2020 12:21
5
ვინმეს ეგონა რომ ანგარიში ჩვენსკენ იქნებოდა? აქ სათამაშო დისციპლინა და ბევრი სხვა რამ გამოჩნდა რაც ჩვენებს აშკარად სამუშაო აქვთ 8 ერი თუ იმიტომ დაამატეს რომ ჰა ერთ წელიწადს ვერაფერი გააკეთედ და წადით აქედანი მაშინ აზრი არა აქვს ან უნდა გვაცალონ მინიმუმ სამი ან ოთხი სეზონი და ვანახოთ რომ იტალიას მაინც უგებთ რაშიც დარწმუნებული ვარ და მერე ბიჭებიც შეხედავენ იქ რა ხდება და შეეცდებიან გაიზარდონ რამდენი წელია იტალია 6 ერშია ? გაიზარდა ? ისევ ჩვენთან მოგებით ცდილობენ იქ იყონ გამომდინარე აქედან დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.
civi
24 ოქტომბერი 2020 12:09
0
მოულოდნელი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ველოდებით უკეთესს, რომელიც ჯერჯერობით ვერ იქნება. სამწუხარო ის არის, რომ არც ამაზე უკეთესი მოთამაშეები გვყავს და მწვრთნელიც, ვინც არ უნდა იყოს დიდ პროგრესს ვერ მოახდენს. გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, ნაკლები ანგარიშით რომ წამოეგო. იმედია, დროთა განმავლობაში ჩვენი მოთამაშეები უკეთეს კლუბებში ითამაშებენ, თორემ დიდი ათის მოთამაშეებით ამაზე უკეთეს შედეგს ტყუილად ველოდებით
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 12:00
2
ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგეთ სიტუაცია ფედერაციაში, კარგი მწვრთნელია მოსაყვანი რომელიც თავის გუნდთან ერთად ხანგრძლივად იმუშავებს და არა ეს ერთ- ორთვიანი კონტრაქტები, აშკარა რეგრესი სახეზეა, ეს ჯერ კიდევ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატამდე დაიწყო და უფრო ღრმავდებადიდი ალბათობით ამ ტურნირზე შევრცხვებით და კარგას ხანი ხმა აღარ გვექნება ამოსაღები
ალეკო
24 ოქტომბერი 2020 12:00
1
ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა გააგრძელონ გარჩევებში და ჩხუბებში აქტიური მონაწილეობა და შედეგი არ დააყოვნებს.
მახო
24 ოქტომბერი 2020 11:35
0

სიახლეები პოპულარული