რაგბი

ეროვნული ნაკრები

შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნების" ძლევითა (48:7) და თავისი გუნდის თამაშით შოტლანდიელთა მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი კმაყოფილი იყო:

"პერიოდულად ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. თავს კარგად ვიცავდით და ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო. გამოსასწორებელი ბევრი რამაა, თუმცა ეს პირველი თამაში იყო უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში.

ჩვენი ფორვარდები მეტოქეს შერკინებაში დაჯარიმებას აიძულებდა და დომინირებდნენ მოლში, რაც კარგი სანახავი იყო. კარგი იყო ისიც, რომ დასკვნით 10-15 წუთში თამაში გავაუმჯობესეთ და ასე იყო პირველი ტაიმის მიწურულსაც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიჭები კარგ ფიზიკურ ფორმაში
არიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით