მაისაშვილმა "შემოდგომის ერთა თასისთვის" 35 მორაგბე შეარჩია

AutoSharing Option
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია. შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა 9 ნომერი მიხეილ ალანია, მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და უკანახაზელი მირიან მოდებაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მაისაშვილის თქმით:

„ამ ეტაპისთვის 35 მორაგბე შეირჩა, თუმცა არაა გამორიცხული, ტურნირის მსვლელობისას მოთამაშთა ჩანაცვლება მოხდეს, რისთვისაც რეზერვი შერჩეული გვყავს“.

„როგორც შეთანხმებული ვიყავით, ‘რვა ერისთვის’ მიხეილ ალანია შემოგვიერთდება, რომელმაც ‘ორიაკის’ შემადგენლობაში რამდენიმე თამაში ჩაატარა. ასევე დაგვემატა მიხეილ გაჩეჩილაძე და მირიან მოდებაძე, რომელმაც ტრავმა დაგეგმილზე გაცილებით
ადრე მოიშუშა. ის სანაკრებო შეკრებამდე ‘აიას’ შემადგენლობაში, ‘ჯიქის’ და ‘არესის’ წინააღმდეგ ლიმიტირებული დროით ითამაშებს. დავიმატეთ პერსპექტიული მოთამაშე ლუკა მატკავა, რომელიც კონკრეტულ პოზიციაზე სიღრმეებს გაზრდის“.

მოგვიანებით გუნდს შუერთდება მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც ახლახანს ‘ბაიონთან’ 3-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ინგლისთან მატჩს გამოტოვებს და ბორჯღალოსნებს 14 ნოემბრის შემდეგ დაემატება.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად

ედინბურგიდან შინ დაბრუნებულმა მორაგბეებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და დღეიდან შევარდენზე ვარჯიში განაახლეს. რადგან რუსეთთან 1 ნოემბერს გასამართი მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა შიდა ჩემპიონატში ითამაშონ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

პირველ და ორ ნოემბერს დიდი 10-ის გარდამავალ ტურნირში სამი გადადებული შეხვედრა გაიმართება, მომავალ კვირაში კი მთელი ტურია. ის მორაგბეები, რომელთაც თამაში უწევს, ოთხშაბათიდან კლუბებს შეუერთდებიან, დანარჩენები კი მზადებას ბაზაზე განაგრძობენ. საქართველოში მყოფი კანდიდატები მომავალ კვირას სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან და ინგლისში გაემგზავრებიან, სადაც მასპინძელთა ნაკრებს 14 ნოემბერს, „თვიქენჰემზე“ ერკინებიან.

„რეგულაციის თანახმად, ინგლისში ჩასულებს ოთხშაბათამდე კონტაქტური ვარჯიშები გვეკრძალება და მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვრჩება. გავაანალიზეთ განვლილი შეხვედრა და ვიცით რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ინგლისის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთ მომზადებულები ვიქნებით და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“.

სატურნირო რაზმი შემოდგომის ერთა თასისთვის

შერკინება
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი (1), შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (2 კეპი), კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი);

ხაზი
9: ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 104 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), სანდრო თოდუა (86 კეპი, 70 ქულა), თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისეთი მოთამაშეები არიან ეროვნულში, რომლებიც დიდ ათში არაფრით გამოირჩევიან და ბევრზე უფრო სუსტად გამოიყურებიან და რა ხდება????
ლევანი
31 ოქტომბერი 2020 15:49
0
იმედია მატკავას არ გულისხმობ
ტარიელ
31 ოქტომბერი 2020 20:26
0
იაშაღაშვილი რატომ არაა, ნუთუ მისი იმედი არა აქვთ.
emigranti
31 ოქტომბერი 2020 02:45
0
მოიყვანეთ ვინმე ნორმალური, უცხოელი მწვრთნელი. საბა დროოა და აზრი აქვს
ეს არის საერთაშორისო მატჩების გაფლანგვა, ამ მწვრთელის ხელში.

მოლის და შერკიბების პრობლემები შოტლანდიასთან ხომ იყო, ინგლისთან აწი ნახეთ. ხელით თამაში ხხომ არასდროს ვიცოდით, მაგრამ მაგრამ ახლააღმოჩნდება, რომ ძალისმიერ თამაშიც არ გვციდნია - თუ მაისაშვილს დატოვებთ.
ლევანი
31 ოქტომბერი 2020 00:00
1
ეჰ, ახლა რაღა მოესწრება. რომც ჩამოიყვანონ ახალი მწვრთნელი, 2 კვირაში სასწაულს ვერ მოახდენს. თანაც ნახევარი ნაკრები ახლა ფრანგულ კლუბებშია. რაგბის კავშირმა ერთი წელია საკუთარი პრეზიდენტი ვერ აირჩია და მსოფლიო დონის მწვრთნელს მოძებნის?
გიორგი
31 ოქტომბერი 2020 18:13
0
"მათიაშვილი????" ამით იმის თქმა მინდოდა, რომ მისი ფულ ბექად დაᲧენება არ შეიძლება. ბოჭვას ვერ აკეთებს, მეტიც, შესაბოჭად ვერ ბედავს მისვლას. ამას ნებისმიერი სჯობს, ნებისმიერი ახალგაზრდა, თუნდაც ხმალაძე. ტრამვებს რაც შეეხება, კიდევ ორი კვირაა და იქნებ გამოჯამრთელდნენ?
გიორგი
30 ოქტომბერი 2020 22:28
0
მათიაშვილი??? არც ჩილაჩავა და ჟვანია? არც ცუცქირიძე?
გიორგი
30 ოქტომბერი 2020 19:54
1
მათიაშვილი წერია ჩემო კარგო. ცუცქირიძე არამგონია არ შეეყვანა, შესაძლოა რაიმე პრობლემა აქვს. რაც შეეხება ჟვანიას, მეც ვერ გამიგია რა ხდება. ძალიან გული მწყდება რომ ამდენი ხანია არ არის საქართველოს ნაკრებში, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს არც ჰეიგმა გააკეთა და არც მაისაშვილს შეჰყავს, სავარაუდოდ თვითონ მასშია რაღაც პრობლემა. არადა მართლა ძალიან მაგარი ბიჭია...
დავითი
30 ოქტომბერი 2020 21:29
0
ჩილაჩავას და ცუცქირიძეს ტრავმები აქვთ. ისე ტაბიძემ რა დააშავა ვერ გავიგე. მითუმეტეს მელიქიძის მუდმივი შერკინებაში დაჩაგრულობის ფონზე. ამ ეტაპზე გოგიჩაშვილს მატარაძე, კარლენა და კაკოვინი ჯობს. ბოლო ორს როგორც ჩანს აღარც გამოიძახებენ არასდროს. ჟვანიასაც ტრავმა აქვს ალბათ. ვოსპში არ ჩანს. ყაულაშვილი 1 ნომერია, 3ს ვერ ქაჩავს. ჯავახიას მეტი ნდობა. გაჩეჩილაძემ გაასწორა. ალანია მაგარი ბიჭია, 15ზე ნინიაშვილია ძაან საინტერესო
ზურა
30 ოქტომბერი 2020 20:48
0

სიახლეები პოპულარული