"ბორჯღალოსნები" ნაკრების განკარგულებაში რჩებიან

AutoSharing Option
ქართულ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნები, თავიანთ გუნდებს დიდი 10-ის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან. “ექვსი ერის” ტესტირებების ზედამხედველობის ჯგუფის (TOG) რეკომენდაციით, ისინი „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე „შევარდენის“ ბაზაზე რჩებიან.

ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს სურდა, რომ ნაკრების კანდიდატებს 1, 2 და 6 ნოემბერს კლუბების შემადგენლობაში ეთამაშათ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიეღოთ. TOG-მა ჩათვალა, რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა Covid-19-ის ინფიცირების გაუმართლებელ რისკთან, რის გამოც ჩვენს გუნდს რეკომენდაციის ოფიციალური წერილით მიმართა.

მის თანახმად, მორაგბეები უნდა დარჩნენ იზოლაციაში და 11 ნოემბრამდე ჩაიტარონ ორი ტესტი.

ამ რეკომენდაციამ
კიდევ ერთხელ შეცვალა ბორჯღალოსნების მზადების განრიგი:

„სამწუხაროდ, რაც დაგეგმილი გვქონდა არ გამოდის და მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება არ ექნებათ. ვერანაირი ვარჯიში ვერ ცვლის თამაშს, რისი დეფიციტიც გვაქვს. შეგუებული ვართ, რომ „საველე პირობებში“ გვიწევს ყოფნა და ნებისმიერი რეგულაციისა თუ წინაღობისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბიჭები უკვე „შევარდენზე“ არიან და ემზადებიან „შემოდგომის ერთა თასისთვის“ – განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ინგლისში 8 ნოემბერს მიემგზავრება, სადაც 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 19 საათზე მასპინძელთა გუნდს, მსოფლიო თასის ფინალისტს „თიქენჰემზე“ ეთამაშებიან.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ მომზადების ყველანაირ საშუალებას გვართმევენ,რისთვისღა უნდა ვითამაშოთ?უამრავ ტრავმებს აკრეფენ ფორმაში შეუსვლელი ბიჭები და ძალიან ცუდი ანგარიშითაც მოგვიგებენ.არც ასეთ გამოცდილებას ექნება,რაიმე დადებითი შედეგი.აქამდე ყოველთვის ვამტკიცებდი,რომ ნებისმიერ შემთხვევაში,ნებისმიერი პირობებით უნდა მიგვეღო ამ ტურნირში მონაწილეობა.ახლა უკვე ეჭვი მეპარება.ასეთ პირობებში,ჩვენ ნაკრებს,მოკრივისათვის სავარჯიშო მსხლის როლს უმზადებენ.უბედურება ისაა,რომ გუნდს გამომქომაგებელიც არავინ ჰყავს.ფედერაცია ხომ ფაქტობრივად პარალიზებულია.ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და საქმესაც ასე ეტყობა.
სოსო
01 ნოემბერი 2020 20:03
0
ინგლისს ალბათ 4. კვირით ჩაკეტავენ პანდემიის გამო და არა მგონია ეს 8. ერი საერთოდ ჩატარდეს
niko
31 ოქტომბერი 2020 23:23
0
ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან მოთამაშეები. ასე ვარჯიშით პრაქტიკის გარეშე ერთა თასის გუნდებთანაც გაუჭირდებათ
: )))))))
31 ოქტომბერი 2020 22:37
0

სიახლეები პოპულარული