მერაბ შარიქაძე: დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისთან 0:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში!".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
კი, ძალიან მაგრები ხართ, მაგრად ითამაშეთ, ბრავო - ბრავო. აპლოდისმენტები, ბიიის.
Me ar var Roboti
16 ნოემბერი 2020 12:16
3
შერკინებაში კარგი ვიყავით, ხოლო მოლში გვათრიეს უკვიტანციო ბაგაჟივით. როგორც ნიაზ მამრიკიშვილი იტყოდა...... დაგვკეცეს ლეჟანკასავით
kopala
16 ნოემბერი 2020 11:35
0
ვისაც რაგბში ორმოცქულიანი სხვაობა გიკვირთ, ალბათ ორმოცი გოლი გგონიათ.....
ხოდა ეგეთ დონეზე რა სპორტიც გესმით იმას რატო აკომენტარებთ ხოლმე?
ragbi
16 ნოემბერი 2020 01:51
2
დავიღალეთ 500:0 წაგებულ თამაშებზე, მაგრები ვართ ძახილით!!!!
მთ
15 ნოემბერი 2020 19:33
10
ერთი კაცია უკრაინაში საგზურებს არიგებს დაღლილ ხალხისთვის :))))
სილიბისტრო
16 ნოემბერი 2020 11:07
3
მერე გადი ითააშე და გვასახელე!!!
gurulo
16 ნოემბერი 2020 09:51
1
ყველა გამოხმაურება
მე უფრო ვიტყოდი, რომ ინგლისმა ჩვენთან შერკინება კარგად ავარჯიშა. ედი ჯონსმა ბექები სპეციალურად არ ჩართო, მასე ადვილად გადაგვივლიდა. იცის რომ შერკინება კარგი გვაქვს, 100 %-ით დატვირთა და სასურველი შედეგიც მიიღო. საჭიროება რომ ყოფილიყო, ბექებსაც მიაშველებდა. არ დაჭირდა, უბრალოდ.
gio
15 ნოემბერი 2020 13:06
1
მასეა, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი კალათბურთის ნაკრები ეთამაშება NBA-ს კლუბს და აგებს 6x3=21 ქულით. იგივე მოხდა გუშინ.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 00:08
1
მე მეჩვენება თუ 40-0ია ანგარიში?, ყველა ამბობს კარგად ვითამაშეთო, ცუდათ თამაში ნეტა რა ანგარიში იქნებოდა?
dato
15 ნოემბერი 2020 11:51
14
100-0. ამას წინათ ზელანდიამ 86-0 მოუგო სამოას, თუ არ ვცდები.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:17
0
მართალია, გაცილებით უფრო უკეთესად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, მონდომება არ დაუკლიათ. მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობათ, მაგრამ იმათ გაცილებით უკეთესი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ! რაც შეეხება ვიღაც უცხოელების ნატურალიზაციას ამის აზრს ვერ ვხედავ თუნდაც ამით ნაკრების შედეგები გაუმჯობესდეს!
aburjga
15 ნოემბერი 2020 10:28
3
რამდენ ხანს იძახებთ ერთიდაიგივეს ხო უნდა გქონდეთ პრაქტიკა მაგრამ სისწრაფე და ადეკვატური გადაწყვეტილებები ვინღა გასწავლით თვით ინგლისელებს არ უტყდებათ ნატურალიზაცია თითქმის ყველა ნაკრებშია რამდენიმე მორაგბე ჩვენ რა თეთრი ყვავი გამოვდექით
კახა
15 ნოემბერი 2020 02:50
21
სიმართლეა და მიდგომაც სწორია. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
გიორგი
15 ნოემბერი 2020 01:03
1

სიახლეები პოპულარული