ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
"ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა საქართველოსა და იტალიასთან შედარებისას რეიტინგი უნდა ვნახოთ. ქართველები მე-12-ზე არიან, "აძური" კი მე-14-ეა. წინა მატჩის შემდეგ ირლანდიასთან თამაშია, იგივეა, ნიშიკორის შემდეგ ჯოკოვიჩს რომ შეხვდე", - თქვა ჯონსმა.
ედის, ალბათ, ძველი დრო ახსოვს, როცა იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და კეი ნიშიკორი მაღალ პოზიციებზე იყო. ახლა იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი - რეიტინგის ლიდერი...
Არ ვიცი ედიმ რა იგულისხმა, იქნებ სწორედ 35-ე ადგილი, მაგრამ თქვენ რატომ ერთობით ჭორებით? Ან არ იცით რას წერთ, ან არ გესმით, რომ ახალგაზრდებს ცუდ მაგალითს აძლევთ "მცდარი" ანალიზით.
Ნუ მიიღებთ პირადულად, ახალგაზრდა ბიჭები ხართ, გონება გააცივეთ და ისე მიუდექით საქმეს. Ნიჭი ქართველს არ გვაკლია, ყურადღებაზე და შრომაზე სამუშაი გვაქვს ყველას.