რაგბი

ეროვნული ნაკრები

"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა საქართველოსა და იტალიასთან შედარებისას რეიტინგი უნდა ვნახოთ. ქართველები მე-12-ზე არიან, "აძური" კი მე-14-ეა. წინა მატჩის შემდეგ ირლანდიასთან თამაშია, იგივეა, ნიშიკორის შემდეგ ჯოკოვიჩს რომ შეხვდე", - თქვა ჯონსმა.

ედის, ალბათ, ძველი დრო ახსოვს, როცა იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და კეი ნიშიკორი მაღალ პოზიციებზე იყო. ახლა იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი - რეიტინგის ლიდერი...