"არქი" რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა
"არქი" 8 ერის თასზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. 8 ერის თასზე, საქართველოს "ბორჯღალოსნების" ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ. ტურნირი 13 ნოემბერს დაიწყო და 6 დეკემბერს დასრულდება.
„პირველ რიგში, ამაყი ვარ, როდესაც ასეთ უპრეცედენტო, მსოფლიო დონის ტურნირში, ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნების" ნაკრები მონაწილეობას მიიღებს და მსოფლიოში წამყვან გუნდებთან ერთად ითამაშებს. მეორე მხრივ, მახარებს ის ფაქტი, რომ არქი ყოველთვის დგას ქართული სპორტის გვერდით და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს სახელის წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე.
"ძალიან სასიხარულოა კერძო სექტორის მიერ გამოჩენილი დიდი ინტერესი ქართული რაგბის განვითარებისთვის.
ჩვენს მეგობარ კომპანიებს კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანია შემოუერთდა "არქის" სახით, რომელიც 8 ერის მატჩებში იქნება ეროვნული ნაკრების სპონსორი.
მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორი წარმატებული ბრენდი უფრო გრძელვადიანად ვიქნებით ერთმანეთთან დაკავშირებული" - ამბობს თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
დეველოპერული კომპანია "არქისთვის" მსგავს სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა პირველი შემთხვევა არ არის. "არქი" აქტიურად მონაწილეობს ქართული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაში. 2019 წელს "არქის" სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა.
R