მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.
29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.
რაც შეეხება თამაშს: ფაქტია რო შერკინებაში დომინანტები ვეღარ ვართ... ნუ გოგიჩაშვილის შემთხვევაში გასაგებია, ახალბედაა და უსრულებენ, შეცვლაზე რამდენჯერ შემოვიდა მის მხარეს აქცევენ და გვაჯარიმებენ, მაგრამ პირველ ტაიმში ძველი გამოცდილი ბურჯების დროსაც რო იგივე შეცდომა იყო? ფაქტია რო ჯამურ მასაშიც ამჩატებულია შერკინება... ნუ უკან მიყოლა გაქცელ შემტევზე და დაზღვევა ხო მუდმივ პრობლემად გვექცა...მოედნის ხედვა პასის გაცემისას, ფეხით გადაკიდებისას...ამ ასპექტებზე ბევრია სამუშაო....არ მინდა პერსონალურად დაგრუზვა გამომივიდეს, მარა ტაბუცაძემ აშკარად ჩააგდო წინაც და დღევანდელი თამაშიც. ხმალაძეს რა ჭირს ვერ გავიგე, ცენტრიდან უკვე მეორეჯერ პირდაპირ აუტში დარტყმა რაღა უბედურებაა, დაბერდა კაცი ნაკრებში...
ახლა დადებითი და აშკარად გაუმჯობესებული მომენტები: აშკარად გაუმჯობესებული მოლი შეტევითიც და დაცვაშიც, არ ვიცი მიქაუტაძის დამსახურება იყო თუ რა, მაგრამ აშკარად თვალშისაცემი იყო.( აშკარად დაგვაკლდა მიქაუტაძე, ტრავმის გამო მისი გაყვანის მერე მოლი აღარც აუგორებიათ ჩვენებს)
დერეფანში რამდენჯერმე წართმეული ბურთიც აქტივში შეიძლება ჩაითვალოს.
ხელდახელ თამაში , აი ამას ვითხოვ პირადად მე უაზროდ გადაკიდებული ბურთების მაგივრად და დღეს აშკარად უკეთესი იყო მცდელობაც და შესრულებაც, წინა თამაშებისგან განსხვავებით.
აი დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე გამოჩნდა რიგორ გვაკლია ისეთი მოთამაშეები როგორებიც იყვენ კაჭი, ნემსაძე, სუთიაშვილი....ნუ მამუკაზე აღარაფერს ვამბობ...ჩილაჩავა გვაკლია ძალიან...დარწმუნებული ვარ ეს ჩამოთვლილები რომ ყოფილიყვნენ დღეს მოვიგებდით თამაშს.
მე პირადად პოზიტიურად ვარ განწყობილი, ბიჭები არაფერს იშურებენ და ბოლომდე თამაშობენ...აქ ვერავინ იტყვის რო თავი დაზოგეს და ჯიგარი არ ჩადეს თამაშში.
უნდა გვესმიდეს რო ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და არც თუ უმტკივნეულოდ, მაგრამ მჯერა რი თუ ასეთი თამაშები რეგულარულად გვექნება ბობოლებთან 3-4 წელიწადში მინიმუმ იტალიას ვახოხებთ!!!
ამისთვის სასიცოცხლოდ აუცილებია ფრანჩაიზი, რიმლის გარეშეც აუცილებლად დაიწყება რეგრესი, ადრე თუ გვიან!!!
წარმატებები ბიჭებს!!! ირლანდიასთან კიდე უფრი კარგ თამაშს და ქულებს ველი
ერთ-ორ რამეს დავამატებდი შენ ნათქვამს, მართალია ტაბუცაძემ აშკარად ჩააგდო ეს თამაში მაგრამ ბოლო სამ თამაშში მომენტებში გამოჩნდა რო ამ ბიჭს აქვს პოტენციალი - უბრალოდ ძაან ჭირდება მაღალი დონის თამაშები (მაგალითად ფრენჩაიზის რიგებში) გამოცდილების მისაღებად. მიყოლაც და რაქის გაწმენდაც უკეთესი იყო დღეს მარა მოსამატებელია. ისე შეიძლება მიკერძოებულობიდან გამომდიოდა, მარა მომენტებში მეჩვენებოდა რო მბოჭავი არ უშვებდა ხელს და ისე გვართმევდნენ ბურთს მარა მსაჯი ათამაშებდა.
გვეტყობოდა რო პირველ ტაიმში ბურთის გადაკიდება და პრესინგი ამინდიდან გამომდინარე ტაქტიკა იყო. მეორე ტაიმში როცა დასაკარგი აღარაფერი იყო და ავთამაშდით ხელდახელ გამოჩნდა რო შეგვიძლია - იმედია ეს ბიჭებს (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავდაჯერებას შემატებს.
მოკლედ პროგრესი არის, სამუშაოც ძაან ბევრი!
აი მაგის სისწრაფე რო ვიცით, მაგის ფლანგისკენ შეგორება-გადაკიდებას რატო არ ჩალიჩობენ ეგ კიდე ცალკე საკითხავია...
მოკლედ ნიუანსები ბევრია და მათი დეტალურად განხილვა შორს წაგვიყვანს...
ამ ასპარეზობის ჩამთავრებისთანავე მე ვთვლი რო ახალი კარგი მწვრთნელია სასწრაფოდ ჩამოსაყვანი!
თუმცა ამათ ჯერ ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აურჩევიათ და ვინაა ჩამომყვანი???
პირიქით! მაგალითად ირლანდიელმა რაგბის ექსპერტებმა (ნაკრების ყოფილმა მორაგბეებმა) დღეს ძალიან დადებითი შეფასება მოგვცეს. განსაკუთრებით მოეწონათ 13-0ზე 60 წუთის მერე ხელდახელ რო შევუტიეთ და უელსი წნეხში მოვაქციეთ - აშკარად არ ველოდითო, გვეგონა 60 წუთის მერე უელსი მოგუდავდაო საქართველოსო მარა იმათმა პირიქით მოაქციეს წნეხშიო.
იყო ობიექტური კრიტიკაც იმ სათამაშო ელემენტების რომელშიც ჩვენც ვიცით რომ მოსამატებელი გვაქვს - მარა აშკარად ხედევან რომ ვცდილობთ დაბალანსებული რაგბის თამაშს და აღარ გვინდა მარტო "ჯანიანი ბიჭების" გუნდი ვიყოთ. ეგ კი უმნიშვნელოვანესია იმისთვის რომ ტიერ 1-ის დონეზე მეტი პატივი გვცენ და მეტი ტესტების შესაძლებლობა მოგვცენ.
რაც შეეხება ხაზს: სამწუხაროდ ნათელი წერტილი ისევ "Ბებერი" თოდუა არის! 12ზე Რამდენათაც ძლიერია ბოჭვებზე ბუკა, იმდენად სუსტია შეტევაში და ასეთი სუსტი მბოჭავი და ფიზიკურად სუსტი 13 მე არ მინახია! Საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები არიან, ძნელაძე, სიმსივე და არის რამოდენიმე კიდევ ვისაც ვფიქრობ უნდა მიეცეს ნაკრებში შანსი!
Მაგრამ მაისაშვილი როგორც ჩანს ვერ ხედავს ან მოთამაშეებზე ჩაციკლული ვითომ ტრენერია. Მე მას სანაკრებო დონეზე ტრენერად ვერ აღვიქვამ!!!
Მომავლის იმედი მაქვს და და მჯერა ერთ დღეს ისევ მოვუგებთ იაპონიას!!!