მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.
29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.
უელსი-იტალია 42:0
ირლანია-უელსი 24:14
უელსი-საფრანგეთი 23:27
ინგლისი-უელსი 33:30
უელსი-შოტლანდია 10:14
ახალგაზრდული შემადგენლობა პირელ რიგში საქართველოს ჰყავს ამ ტურნირზე. უელსს სულ სამი კაცი ჰყავდა ნაკრებში გამოუცდელი და ისინიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ და არა დიდ ათში. ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და მთელი სულით და თამაშობენ ყველა თამაშს. სწორი მართვა თუ იქნება და თუნდაც ერთი გუნდი, რომ შევაგდოთ პრო 14-ში, ძალიან დიდი შედეგები გვექნება რაგბში.