რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს,
რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ეს ჟურნალისტები სულ გამაგიჟებთ რა კარგად ითამაშეს სად ნახეთ თამაში საერთოდ იციან რაგბის თამაში უსაზიზღრეს უელსის ნაკრებს ეთამაშნენ რომელიც დებიუტანტებით გვეთამაშა და სამი შეტევა არ გააკეთებინა გუნდს რომელზეც წერთ რომ კარგად ვითამაშეთო,მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა სასწრაფოდ
bego
21 ნოემბერი 2020 23:49
14
"სუსტი" უელსის წლევანდელი შედეგები:
უელსი-იტალია 42:0
ირლანია-უელსი 24:14
უელსი-საფრანგეთი 23:27
ინგლისი-უელსი 33:30
უელსი-შოტლანდია 10:14
ახალგაზრდული შემადგენლობა პირელ რიგში საქართველოს ჰყავს ამ ტურნირზე. უელსს სულ სამი კაცი ჰყავდა ნაკრებში გამოუცდელი და ისინიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ და არა დიდ ათში. ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და მთელი სულით და თამაშობენ ყველა თამაშს. სწორი მართვა თუ იქნება და თუნდაც ერთი გუნდი, რომ შევაგდოთ პრო 14-ში, ძალიან დიდი შედეგები გვექნება რაგბში.
დივანზე წამოწოლილ "პროფესორებს"
22 ნოემბერი 2020 01:28
7
დისლაიქების ავტორებო,ამ კაცმა,რა თქვა არასწორი?
სოსო
22 ნოემბერი 2020 12:06
2
თავიდანვე ვიტყვი რომ ჩვენს მამაც მორაგბეებს თავგადაკლული ვქომაგებ მრავალი წელია და რაგბის წესებსა თუ სპეციფიკაშიც კარგად ვერკვევი (მერე რომ არ დამწამოთ რაიმეს უცოდინრობა). იმის მიუხედავად რომ ცალკეული კომპონენტები თამაშიდან თამაშამდე თანდათან უმჯობესდება და ბიჭებიც მთელი ძალით იხარჯებიან, ამ დონის გუნდებთან თვალშისაცემია კლასის ნაკლებობა (ეს ბუნებრივია) და ჩვენი ძლიერი მხარეების დასუსტება. და რაც ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, თქვე კაი ხალხო, რა გახდა ზედიზედ ორი თამაში 0-ებით დამთავრება? რატომ ალაპარაკებთ ყოყოჩ ბობოლებს და აქაც ზოგიერთ ჩასაფრებულებს, რომ ესენი ვინ ყოფილანო?! რამდენიმე წლის წინაც ვაგებდით ამ გუნდებთან მაგრამ ქულებს (ლელოებსაც) ვიღებდით - მსოფლიოზე იმავე უელსის უფრო ძლიერ კრებულთან, ან კიდევ შოტლანდიასთან როცა 2-2 ლელო დავდეთ. და რატომ ხდება ასე? სხვა მიზეზებთან ერთად, მე მიმაჩნია რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლევან მაისაშვილი ვერ არის იმ დონის რომ ესოდენ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთი ზიდოს. ფაქტები ჯიუტია და ამ კომენტარზე დაწერილი დისლაიქები ვითარებას ვერ გამოასწორებს, სასწრაფო მოქმედებაა საჭირო თორემ ჩვენი უსაყვარლესი რაგბი მალე საშაყირო გახდება!
ქალის სიმართლე
22 ნოემბერი 2020 02:29
3
კაი რა თქვე კაი ხალხო,2 თამაშში 1 სამქულიან ჯარიმასაც რომ ვერ გაიტან საუკეთესო თამაში როგორაა? 2 თამაშში 2 ნოლი ძალიან ცუდი ნიშანია
თემო
21 ნოემბერი 2020 23:49
10
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ ტაქტიკაა და ფრთხილად ვიყოთ...
buba
22 ნოემბერი 2020 10:05
1
ამ სტატიის ავტორებს ოდნავ მაინც სირცხვილის გრძნობა მაინც არ გაწუხებთ? თქვენი დამსახურებაც არის, როდესაც მშრალი ანგარიშით დამარცხებაზე ქების სიტყვებს არ იშურებთ. ხომ ვიძახდი საქართველოში ერთადერთი სპორტია რაგბი სადაც სამარცხვინო წაგებაში დედას არ გაგინებენ,უფრო მეტიც შეგაქებენ კიდეც. ინგლისთან თამაშის მერე რომ დავწერე მსგავსი კომენტარი 57 დისლაიქი მივიღე. ასე გამარჯვებული გევლოთ უნიათოებო,ვინც ვერ ხვდებით რასაც ვამბობ. დამბლოკავთ?
დავით 67
21 ნოემბერი 2020 23:34
17
ჩემთვის გაუგებარია რატომ ვთვლით რომ ვპროგრესირებთ, როდესაც იმ კომპონენტებში, შერკინება/მოლი, რომლებშიც მართლაც გამორჩეულად ძლიერები ვიყავით გვაქვს სრული რეგრესი?! ტაქტიკურად ისევ არასწორად ვთამაშობთ, არაფრის მომცემი ვითომ ზურგში გადაკიდებები, 78-ე წუთზე ცვლილებები და ა.შ. მესმის რომ ახალი გუნდი იქმნება, ხოდა როდესაც გამოკვეთილი სუსტი რგოლები გაქვს უნდა შეცვალო მოთამაშე. აბა როდემდე უნდა ტანჯო ისიც და გულძემატკივარიც?! იმედია ირლანდიასთან ჯარიმას მაინც გავიტანთ და ასე უქულოდ არ დავასრულებთ ამ ტურნირს. წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
პაატა
22 ნოემბერი 2020 03:52
11
იმიტომ ვპროგრესირებთ ჩემო პაატა რო მარტო შერკინებაზე აღარ ვართ დამოკიდებული. თამაშის სხვა კომპონენტებს ვამატებთ და მომენტებში გამოგვდის. კი შერკინებაში და ზოგადად სტატიკაში მოსამატებელია მარა სულ ყველაზე დომინანტი რო ვიყოთ შერკინებაში თამაშის მრავალფეროვნების გარეშე არცერთი ტიერ 1-ის გუნდი სერიოზულად არ მიგვიღებს მაინც.

ის რასაც შენ "არაფრის მომცემ გადაკიდებებს" ეძახი არის გააზრებული ტაქტიკა რო მოწინააღმდეგე ცუდ ამინდში საკუთარ ნახევარზე ბურთით ათამაშო, წნეხში მოაქციო და შეცდომები დააშვებინო. უბრალოდ ამ ტაქტიკას წარმატებისთვის ცოტა უკეთესი შესრულება ჭირდება დარტყმების, ხაზის აწევა და ა.შ. კი დღეს ბოლომდე არ გამოგვივიდა, მარა ხო უნდა ვეცადოთ? ხო უნდა ვივარჯიშოთ?
ჭია
22 ნოემბერი 2020 04:55
6
პაატა,როცა საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს თასზე,ინგლისთან 80 ქულით წავაგეთ,არა და ჩვენი ნაკრები,ყველას სჯობნიდა მიწოლაში,ჩვენ მოლშიც ვჯობდით თითქმის ყველას,მაგრამ სხვა კომპონენტების ხარჯზე,თითქმი დაძაბულობის გარეშე გვანადგურებდნენ მოწინავე გუნდები.მას შემდეგ ვვითარდებით,ვსწავლობთ,მაგრამ გაკვეთილები ძალიან ცოტა გვიტარდება,4 წელიწადში ერთხელ,1,ან 2 და ნასწავლს,მომდევნო გაკვეთილამდე,ვერ ვიხსომებთ.ახლა 4 გაკვეთილი უნდა ჩაგვიტარდეს,ასეთი რამე,არასოდეს მომხდარა.სწორედ ამისი იმედი გვაქვს,რომ ახსნილს გავიგებთ და შევითვისებთ.ცუდი ის არის,რომ ჩვენი ნაკრები გაკვეთილზე,სხვადასხვა გარემოებების გამო,მოუმზადებელი მივიდა და ახლა გაკვეთილების პროცესში ცდილობს გავლილი მასალის გახსენებასაც და ახსნილის ათვისებასაც.რამდენად შევძლებთ,ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი აკადემიური მოსწრება.
სოსო
22 ნოემბერი 2020 12:01
2
შერკინებაში ძალიან მოუკლეს, 3-4 ჯარიმა აგვკიდა უელსმა შერკინებიდან. მოლში გვაჯობეს. ხელდახელ თამაში არ გამოგვივიდა.
რა კომპონენტში ითამაშეს უკეთ? უელსის მეორე შემადგენლობასთან ქულა ვერ აიღეს.
RB
21 ნოემბერი 2020 23:47
5
აუტებში და დომინანტ ბოჭვებში მაგრად ვაჯობეთ
რაგბის ფანი
22 ნოემბერი 2020 00:16
10
უამრავი შეცდომაა,დისციპლინაში ძალიან მოვიკოჭლებთ,არანაირი ფანტაზია და კრეატივი,ამ შერკინებაში კიდე რა გვეტაკა,და რა მიკვირს,შერკინებას ჩვენგან სწავლობდნენ და უცხოელი შერკინების მწვრთნელი რატომ გვყავს?და რა,თავს ზევით ძალა არაა?მწვრთნელი გვჭირდება უფრო მაღალი დონის,არაა ეს მაისაშვილი ის,რაც გვჭირდება.
თაზო
21 ნოემბერი 2020 23:37
2
ეს იდიოტური ბრექაობა რომ ქართველები მაგრები ვართ და მთელი მსოფლიო გვაფასებს დაგვღუპავს დროა ვისწავლოთ, ვიშრომოთ და გავისარჯოთ ისე როგორც დანარჩენი ერები აკეთებენ, ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ რომ დავეწიოთ ევროპას
11
22 ნოემბერი 2020 14:17
2
ამას უკეთესად თამაში აერ ჰქვია. უელსი მეორე გუნდით გვეთამაშა და როგორც წინ ბმულზე დავწერე რომ 0-ზე წავაგებდით ისევ ზუსტად ის მოხდა. მაისაშვილი არ არის სამწვრთნელო მასალა. და უნდა შეწყდეს პოლიტიკოსების გავლენა რაგბის ფე3დერაციაზე. სანდმ სულ დაგვიანებული არ იქნა და რუსეთმაც დაგვჯაბნა. თქვენ რაგბი არ გაქვთ ნათამაშები ალბათ და მარტო ნაყურებიდან მსჯელობთ. მაისაშვილსაც ბევრი აქვს ნაყურები, სად აქვს ნათმამაშები და რამდენი ის მოიძიეთ. ჰეიგამდელი გუნდი ამ უელსს ამოტენიდა. საწყენად არ ვამბობ არავისთვის. საწყენი ის არის რომ უკან მივდივართ. ზოგიერღების გავლენების გამო.
niko
21 ნოემბერი 2020 23:42
10
ჰო და კიდევ იმას დავამატებდი 16 წელი ვთამაშობდი, ტრამვიანობას და ჯარის მიერ გაცდენილ წლებს თუ არ ჩავთვლით და ტყუილად არ ვწერ რასაც ვწერ. გითხარით წინა ბმულებზე კიდევ რომ 0 ზე წააგებდნენ თუ ხელით არ ითამაშეს და ასეც მოხდა. უბრახონონ ეს ფეხი მაგრამ ჯერ დამიძნებით ბრახუნზე ივარჯიშონ და მერე იქნებ რამე გამოუვიდეთ. ამიტრომ ვისაც თქვენ ჩემი ანალიზი არ მოგწონთ და მიწუნებთ თქვენ ჩემზე მეტად ამაზე გული ვერანაერად ვერ შეგტკივათ და ვეც სახსრები, თუ ზურგი და კისერის ტკივილს გრძნიბთ ალბათ. ჩვენ ძველი თაობის წარმომადგენლები ვხედავთ რა ხდება და გული გვიკვდება. და კიდევ გავიმეორებ არ შეიძლება არქიფოების სპორტში ჩარევა, პოლიტიკის გაკარება რადგან სადაც პოლიტიკოსებმა ხელი სეყვეს ყველგან აირია ყველაფერი. Aრ შეიძლება მთავრობის თუ ვინმე სხვის გავლენი ქონა არც ერთ სპორტზე. და თუ დაფინანსება უნდათ ეს უნდა კეთდებოდეს ქვეყნის საკეღთილდღეოდ გულშემატკივართა და გაჭირვებული დაქუცმაცებული საქართველოს გასახარად და უანგაროდ ყველაფერი. ჩვენ ქვენის პოლიტიკოსებს ისიც არ ესმით რომ თავიდანვე არასწორი გზა აირჩიეს და რაც 90-იანებში მოხდა კიდევ ის მოხდება რადგან ქვეყანამ ჭკუა ვერ ისწავლა გასაერთიანებლად და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ეს ვერ გააკკეთა. Yველა თავისი ჯიბის გასქელებაზეა ისევ გადასული და ბანანის რესპუბლიკა ვართ როგორც ვიყავით. კანონი ჩვენ არ გვეხება და არაფერი რაც იმ ევროპელობა რომ გინდათ და არ გესმით რატომ არის გერმანია,შვედეთი, ნორვეგია, დანია და მისდაგვარი ქვეყნები ასეთ კარგ დონეზე. ამავე დროს ვართ ზუსტად იმ ფეოდალური არაბული ქვეყნების დონეზე რომელნიც ნავთობით გამდიდნრენ მაგრამ, ჩვენ ის ნავთობიც არ გვაქვს და მათნაერი სულიერად განუვითარებლები ვართ, ფარისევლები, სიმართლეს ვერ ვხედავთ, ქალის ადგილი ისევ ქუხნაშია, ამ დროს დედის გინებისთვის მოვკლავთ დაუფიქრებლად, დედის სიყვარული ამ დროს არაფერ შუაშია და ისევ რქიანი ამპარტავნობის ბრალია, გზაზე მანაქანით სიარული და წესრიგის დაცვა ხომ უკვე სასაცილოა ამ დრომ რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვლალა დაუდევრობით, ნასვამი, ნაკაიფარი თუ მარიაჯობის გამო? ... არ მინდა ყველას შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ ცაში ყურებით, ფარისევლურად პირჯვრის წერით, და ენის დანაგვიანებით "კრეატიულად " თუ ცალსახად, თუ რაც მოდური დებილური სიტყვებია შემოტანილი დღევანდელ ქართულში იმის გაწმენდიდან იწყება ყველაფერი, ნაგავს რომ ქუჩაში არ დაყრი და მზესუმზირის ნაჭუჭებს მიაფურთხებ სტადიონზე იქნება თუ ქუჩაში, ჩაცუცუქული რომ არ ჩაჯდები ბირჟაზე უსაქმურად, დედას რომ არავი შეაგინებ, შეურაცყოფას არ მიაყენებ, ხეიბარს, დაუნის სინდრომიანს არ დასცინი და დაეხმარები, ბოლო კაპიკს ამოიღებ და ქუჩაში ბებოს თუ ბაბუს მისცემ იმის მაგივრად რომ დათვრე, გატიალდე, გასკდე ჭამით და უაზრო ბანალური გადაღეჭილი ასიათასჯერ ნათქვამი და გალექსილი სადღეგრზელოები იძახო და ისმინო, წასულების იქნება თუ მოსულების... აი იმ საქართველოს გაუმარჯოს როდესაც ყველა თავის საქმეს პროფესიონალურად მოეკიდება პრეზიდენტიდან დაწყებული და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მომავალი თაობებისათვის უკეთესი ქვეყნის შექმნისათვის რომ მუხლმოდრეკილი და დაჩოქილი იმუშავებს, გაწივებულს, ხანდაზმულს, ხეიბარს, ერთმანეთს მიხედავს, როდესაც ერთმანათზე აუგს არ ვიტყვით, და ღიმილით გამარჯობას ვეტყვით და თვალს გავუსწორებთ ერთმანაეთს და სიმერთლეს.... ეს როდესაც მოხდება მერე ყველაფერს დაეტყობა,მიდებულ სოფლებს, მიგდებულ დაუმუშავებელ მიწა წყალს, გაყიდულ მიწებს, რესურსებს, რაგბსაც, ფეხბურთსაც, ემოგრანტებიც დაბრუნდებიან, აშენდება საქართველო და გაიხარებს... ხო და არ გამოქავეყნო რედაქტორო კიდევ რადგან ეს გინებაზე უარესი თქვენთვის ალბათ და სტარდატებს სიმართლე არ შეესადაგება
niko
22 ნოემბერი 2020 05:09
0

სიახლეები პოპულარული