"რვა ერი" - მზადება ირლანდიისთვის

AutoSharing Option
ჰლანეჰლიში უელსთან ნაბრძოლი "ბორჯღალოსნები" ინგლისში, ბანაკში დაბრუნდა და "შემოდგომის ერთა თასის" მესამე მატჩისთვის ემზადება.

კვირას მგზავრობასთან ერთად დასვენების და აღდგენის დღეა. ორშაბათს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის - კოტე მიქაუტაძის, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა.

მესამე რაუნდში "ბორჯღალოსნები" 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე "ავივაზე" (დუბლინი) ირლანდიას ეთამაშება, რომელთანაც აქამდე ოთხჯერ გვირაგბია.

1998 და 2002 წლებში მეტოქეს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ვეთამაშეთ და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო - 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე,
"ბორჯღალოსნებმა" ტიერ1-ის გუნდებთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, იმ დროისთვის პირველად და მეტოქე სენსაციურ მარცხს გადაურჩა – 10:14. ამ თამაშში საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში.

ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.

"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე, ირლანდიელებმა 2020 წლის "ექვსი ერის" გადადებულ მატჩში ჯერ იტალიას სძლიეს ბონუსით (50:17), მერე კი საფრანგეთს ეწვივნენ და 27:35 დამარცხდნენ.

მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და 32:9 მოუგო, მეორე რაუნდში კი ინგლისში 7:18 დამარცხდა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გამოიძახეთ ჩილაჩავა, ჟვანია და ასეიშვილი. იქნებ შერკინებას რაიმე უშველონ.
გიორგი
24 ნოემბერი 2020 01:03
2
მაღალი დონის მწრთვნელი და სამივე სასტავშია!
დიმა
24 ნოემბერი 2020 11:56
0
მთავარია ჰიმნი ქონდეთ კარგად მომზადებული და დახვეწილი.
QT
23 ნოემბერი 2020 14:48
23
თამაშიდან ალმთან რომ გადააგდო ბურთი ფლანგზე , აუტი ვისია?
ddgfdf
23 ნოემბერი 2020 02:37
3
ალამთან ახლოს თუ შორს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. აუტის წესი ყველგან თანაბრად მოქმედებს
გიორგი
23 ნოემბერი 2020 16:57
0
როცა ბურთი ხაზზე გადადის ორი მომენტია: ან გაატარებ (თუ მაგალითად მოწინააღმდეგე ახლოსაა და ბურთის დაკარგვის გეშინია) და აუტს მოაწვდი ანდა დაიჭერ და შეტევას წამოიწყებ.
გიორგი
23 ნოემბერი 2020 16:55
0
ყველა გამოხმაურება
ხო ფეხით თამაში ის კომპონენტია რომელიც ძალიან ადვილი გამოსასწორებელია და 7-8 წელი ზუსტად ერთი და იგივე კასოიზმთნ გვაქვს საქმე. არეკნის საკითხები მეორე კომპონენტია, რომელიც ასევე მეტად გამოსადეგი იქნება.
ddgfdf
23 ნოემბერი 2020 02:35
1
საქართველოს რაგბის ნაკრების მტავარ მწვრთელს,
ბატონ ლევან მაისაშვილს,

პატონო ლევან.

თქვენდამი რწრმუნებული უფლებამოსილების ფარგლებში უმორჩილესად გთხოვთ მცირეოდენი დრო მაინც დაუთმოთ ქართველი მორაგბეების ფეხით თამაშის გამოუმჯობესების საქმეს.

დიდი პატივისცემით
ოზუზი
23 ნოემბერი 2020 01:05
1
8 ერის მერე ბატონ ლევანს უნდა დავემშვიდობოთ, თუკი მომავალში წარმატება გვინდა. ახალმა მწვრთნელმა შემადგენლობა მხოლოდ მორაგბეების მზადყოფნის (ფორმის) მიხედვით უნდა შეარჩიოს.
გიორგი
24 ნოემბერი 2020 14:01
1

სიახლეები პოპულარული