ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ამბობს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და თუ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხშირი იქნება, შორს არაა დრო, როდესაც საქართველო ტიერ1-ის ქვეყნებთან გამარჯვებას იზეიმებს.

"შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურში, უელსთან ჰლანეჰლიში გამართული მატჩი (0:18) მე-60 იყო 33 წლის მორაგბისთვის:

"გნებავთ, ანგარიშით და გნებავთ, თამაშის ხარისხით აშკარაა, რომ წინ მივდივართ. შოტლანდიასთან, ინგლისთან და უელსთან მატჩებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა. ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ და მეტად თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დონის გუნდები ელემენტარულ შეცდომასაც კი სათავისოდ იყენებენ
და ქულებს აგროვებენ, ჩვენ კი სწორედ ამ პატარა შეცდომების გამო ქულებს ვერ ვიღებთ.

უელსთან დაფიქსირებული ანგარიში თამაშს არ შეესაბამება. ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით და მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ ამ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა, მაგრამ ეს გამოცდილებაა და თუ ხშირად გვექნება მსგავსი მაღალი დონის მატჩების ჩატარების შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება".

უელსთან მატჩში, შერკინებაში დანიშნულ ჯარიმებს ბრეგვაძე უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს:

"გნებავთ, ინგლისთან და გნებავთ, უელსთან, შერკინებაში სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. მეტოქის სამი ნომერი წნეხს როგორც კი იგრძნობდა, ეგრევე დაბლა მიდიოდა. ასეთი რამ არა მხოლოდ ჩვენს თამაშებში, ზოგადად, ხშირად ხდება და ჩემი აზრით, შერკინებებში სიტუაცია აუცილებლად დასარეგულირებელია. იგივე ხდებოდა ინგლისთან მატჩში. სინკლერს შერკინებაში დგომა და ენერგიის დახარჯვა არ უნდოდა და ამისთვის არ ისჯებოდა".

29 ნოემბერს საქართველო "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დუბლინში ირლანდიას ეთამაშება:

"ირლანდია უელსზე ძლიერი და ინგლისზე სუსტია. ამ ტურნირზე ყველა გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე და უმაღლესი დონის რაგბის თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და როგორც უელსთან ვითამაშეთ ინგლისზე უკეთესი ხარისხის რაგბი, ასევე გვქონდეს უკეთესობა ამ შემთხვევაშიც. შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ასეთად უნდა დავტოვოთ.

მნიშვნელოვანია, რომ 80 წუთის განმავლობაში, შეტევასა თუ დაცვაში არ ამოვვარდეთ სისტემიდან და აღარ დავუშვათ შეცდომები. რაგბი პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და თუ ამ დეტალებს კარგად ვერ ასრულებ, ასეთ დონეზე წარმატებული თამაში აღარ გამოგდის".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასიანი იგულისხმა,"გვათამაშეთ ამ დონეზე და დავიჯერებთ,რომ მოგება შეგვიძლია"-ო.
რწმენით იწყება საქმე, მაგრამ შედეგისთვის სხვა რამ (მწრთვნელი და ოპტიმალური შემადგენლობა) ასევეა საჭირო.
დიმა
24 ნოემბერი 2020 11:36
2
პროგრესი აუცილებლად იქნება. ამ დონეზე რომ გვათამაშებენ, ძალიან კარგია ჩვენთვის.
123
24 ნოემბერი 2020 10:13
1
თუ არ შეუტევთ თამაშს ვერ მოიგებთ... რა მოგებაზეა ლაპარაკი უელსმა ყველა დაასვენა რომ ბოლო მატჩში რაღაც გაიბრძლოლონ. ყველასთან შეიძლება ითამაშებთ.
niko
24 ნოემბერი 2020 04:58
2
დაცვაში კი ბატონო ცოტა უკეთესი იყო ნაკრები, მაგრამ არანაირი პოტენცია შეტევის ორგანიზებაში, საერთოდ არაფერი.... მერჩივნა მეტი ლელო გაგვეშვა მაგრამ ჩვენებსაც დაედოთ
გუსანი
24 ნოემბერი 2020 02:49
4
თამაშის ხარისხმა იმატა, მაგრამ შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. სინქლერმა მშვენივრად ითამაშა, სიზარმაცისა ვერაფერი შევატყვე.
გიორგი
24 ნოემბერი 2020 00:59
3
გენაცვალეთ ოპტიმიზმში)))
Geoachi
24 ნოემბერი 2020 00:57
1

სიახლეები პოპულარული