29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები "რვა ერზე" ირლანდიას შეხვდება. მომავალი მატჩის წინ კომენტარი "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:
"დამატებითი ერთი დღით დასვენება ნამდვილად წაგვადგა და წინა მატჩებთან შედარებით, ახლა საუკეთესოდ ვართ მომზადებული. ვარჯიშებზე მართლაც ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მთელი კვირის ნაშრომი მოედანზე ვერ გადაგაქვს. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ კარგი ვარჯიშები მოედანზე აისახოს.
გვყავს ორი დებიუტანტი - ალანია და ნინიაშვილი, რომლებიც პერსპექტიული ბიჭები არიან. ორივე კარგ ფორმაშია, იციან თავისი საქმე და მათი ძალიან გვეიმედება.
2014 წელს ირლანდიასთან დიდი სხვაობით
დავმარცხდით და იმ თამაშს სასიამოვნოდ ვერ გავიხსენებ. ესაა დისციპლინირებული, მანქანასავით აწყობილი გუნდი, რომელიც ბურთს დიდხანს ინარჩუნებს და ყველაფერს მაღალი ხარისხით ასრულებს. ჩვენ ამისთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ".
გვყავს ორი დებიუტანტი - ალანია და ნინიაშვილი, რომლებიც პერსპექტიული ბიჭები არიან. ორივე კარგ ფორმაშია, იციან თავისი საქმე და მათი ძალიან გვეიმედება.
2014 წელს ირლანდიასთან დიდი სხვაობით
rugby.ge