ირლანდიასთან "რვა ერის" მესამე ტურის მატჩის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ და შეცვალეს. საქართველოს რაგბის კავშირი "ფეისბუქით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ გორგაძე თავს უკეთ გრძნობს:
"მეგობრებო, ვიდრე მატჩის მიმოხილვას და კომენტარებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს და ტკივილი არ აწუხებს. მისი მდგომარეობის შესახებ კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შტაბი დადებს დასკვნას".