"რვა ერი" - საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი მაიკ ადამსონი განსჯის.

36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს "გლაზგო უორიორსსა" და "ლონდონ სქოთიშში" თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-11), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო.

აქამდე მას "ბორჯღალოსნების" მატჩი არასდროს უმსაჯია, თუმცა 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოში იმყოფებოდა.

ადამსონს კიდეებიდან შოტლანდიელი სემ გროვ-უაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი დაეხმარებიან, ვიდეორეფერი
კი ირლანდიელი ბრაიან მაკნისი იქნება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა მოვიგოთ !
ეს გამარჯვება იქნება გუნდის ზრდის და დიდი პოტენციალის ქონის დადასტურება.

აუცილებლად უნდა მოვიგოთ !!
წარმატებები ქართველ მორაგბეებს..
ზაზა
14:38 02-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული