მაისაშვილი: თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება

AutoSharing Option
დუბლინში, "ავივაზე" ირლანდიასთან ნაბრძოლმა "ბორჯღალოსნებმა" ორშაბათს დაისვენა, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშა და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.

საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის ერკინება.

"რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. ვინაიდან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებულნი და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ნაცნობი ფიჯი

საქართველო ფიჯის ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ეთამაშა და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა, მაგრამ
წელს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და მას შემდეგ გუნდს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია.

კოვიდ-ინფექციის გამო ფიჯიმ "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფურ ეტაპზე ვერც ერთი მატჩი ვერ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონა ერთი მხრივ პრობლემაა, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს:

"სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია, მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონო მაისაშვილო, წელიწადზე მეტია გეუბნებით ასეიშვილი, ჟვანია გამოიძახეთ მეთქი.... არც ჩილაჩავა ჩანს... ალბათ, დავალება გაქვს... არ მინდა დავიჯერო...როგორც მსოფლიოზე, ალბათ, ისევ შევრცხვებით ფიჯისთან.....
გიორგი 50
03 დეკემბერი 2020 21:49
4
ტარდება თუ ეს მატჩი არ იცით რომ დაწეროთ?
ბათუმი
03 დეკემბერი 2020 15:07
0
ოღონდაც კი არ იწვიმოს და საოცარ თამაშს ვნახავთ
ALONZO
03 დეკემბერი 2020 10:58
1
რა ფიჯი, ფიჯის 8 ერზე Არცერთი ᲗამაᲨი არ უᲗამაᲨია და არც 5 დეკემბერს იᲗამაᲨებს
Mima
03 დეკემბერი 2020 09:25
12
რისი თქმა გინდა მიმა? თუ არ გჯერა, რომ ქართული რაგბი ვითარდება, ამ საიტზე რატომ შემოდიხარ?
გიორგი
03 დეკემბერი 2020 14:06
2
ნეტა, ბოლოს ვის დავუმალეთ ბურთი, რომ მაინცდამაინც ფიჯის დავუმალოთ?!... რამე სხვა მოგეფიქრებინა შე კაცო, ახლა ჰაერივით გვჭირდება ფიჯისთან რევანში...
მ.ტ.
03 დეკემბერი 2020 03:39
1
სტატიების კოპი/ფეისტი არ ეზარება და კომენტარების დადებაზე წელი წყდება "ავტორს". პირველი შემთხვევა სრ არის რაც კომენტარს მიბლოკავს.
გიგი
03 დეკემბერი 2020 01:56
0
არც ბოლო იქნება
მემატიანე
03 დეკემბერი 2020 08:04
0
ფეხით თამაშში,ფიჯელები ჩვენზე კიდევ უფრო სუსტები არიან.ამდენი ხნის უთამაშებლობით,კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ იქნებიან და თუ დისციპლინაში არ მოვიკოჭლეთ,მათი შეტევის ნეიტრალიზებისათვის,მთელი თამაშის განმავლობაში უნდა გვეყოს ძალები.ასე მგონია,ფიჯელები უფრო ადრე დაიღლებიან და შეცდომებს დაუშვებენ.დერეფანი და შერკინება თუ გავაუმჯობესეთ,მარაოში,ბურთის სიჩქარე აკრეფილზე გატანება თუ შევძელით,ფიჯი,წესით ვერ გაგვიძლებს
სოსო
02 დეკემბერი 2020 19:34
3
ისევ ბლა-ბლა-ბლა - "დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას..."

დერეფანს მიხედეთ, პირველ რგში, დერეფანს, ირანდიასავით არ ქნათ - ჩვენი ყველა აუტი, რომ აჩუქეთ
ოზუზი
02 დეკემბერი 2020 18:53
19
ირლანსიასთან თამაშს უყურე და დათვალე ჩვენი წაგებული აუტები
უკას
04 დეკემბერი 2020 09:27
0
Მაისაშვილმაც იგივე წუნის მნიშვნელობა გამოთქვა და რა გინდა თუ არა ბლა- ტაობა?
Ლუკა
03 დეკემბერი 2020 12:48
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული