კვესელაძის ლელო - საუკეთესო "შემოდგომის ერთა თასზე"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბორჯღალოსანთა" ცენტრის, გიორგი კვესელაძის მიერ ირლანდიასთან გატანილი ლელო გულშემატკივართა ხმათა უმრავლესობით "შემოდგომის ერთა თასის" საუკეთესო ლელოდ აღიარეს.

24 წლის მორაგბემ ლელო მესამე რაუნდში გაიტანა. მან საკუთარ ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს შექცეული პასის შემდეგ გაჭრა ხაზი, ერთი მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა, მეორეს ბოჭვას გაექცა და 5-მეტრიანში ორი ირლანდიელის ბოჭვის მიუხედავად, ბურთი ძელებშუა დაამიწა.

შედეგად, კვესელაძე მოხვდა პრაქტიკულად ყველა სარაგბო გამოცემის მესამე რაუნდის სიმბოლურ გუნდში, მათ შორის, ოფიციალური ვერსიით; ჯერი ტურის საუკეთესო მოთამაშის და ლელოს შერჩევაზე მიდგა, საქმეში გულშემატკივრები ჩაერთნენ და ქართველი ცენტრი ხმათა
89%-ით საუკეთესო მოთამაშე, ხოლო მისი ლელო 92%-ით საუკეთესო ლელო გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ "შემოდგომის ერთა თასის" ორგანიზატორებმა საუკეთესოების შერჩევა კვლავ გულშემატკივრებს ანდეს და გიორგი კვესელაძის ლელო 65%-ით ტურნირის საუკეთესო ლელო გახდა!

"მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციაში მხარდაჭერა გამომიცხადა. ვეცდები, კიდევ უფრო განვვითარდე და მათი იმედები გავამართლო", - თქვა კვესელაძემ.

კვესელაძის საერთაშორისო დებიუტი 2017 წელს თბილისში, კანადასთან მატჩში შედგა. მას შემდეგ მან 29 კეპი მოიხვეჭა და 5 ლელო გაიტანა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაისაშვილი - საუკეთესო მწვრთელი "შემოდგომის ერთა თასზე"!
1
09 დეკემბერი 2020 18:42
2
ეს დაჩეხილი ვიდეო რამდეჯერ უნდა დადოთ? არ უყურებთ, თუ არ გაინტერესებთ? იქნებ პორნოა შუაში ))))))))
SL
08 დეკემბერი 2020 18:39
1
ვულოცავ გიორგის,ამ აღიარებასაც და ზოგადად კარგ თამაშსაც.მართლაც დაიმსახურა მისმა ლელომ,აღიარება.ვისურვებდი,სისტემატური ხასიათი მიიღოს ჩვენი უკანახაზელების მიერ,შეტევაში ეფექტურმა და შედეგიანმა თამაშმა.ამ ლელოში,მის შესანიშნავ თამაშთან ერთად,დიდი წვლილი შეიტანეს,მიმყოლებმაც და განსაკუთრებით,ჩვენ მიერ მაგრად გაკრიტიკებულმა(დამსახურებულად) სოსო მათიაშვილმა,რომელმაც ჯერ ჯვარედინი პასით ბურთი გაატანა,სიჩქარე აკრეფილ კვესელაძეს და შემდეგ,რეიდის ბოლოს,საკუთარი სხეულით,ბლოკირება გაუკეთა ფიჯელთა მბოჭავს,რომელმაც მართალია ბურთივით გაისროლა მათიაშვილი,მაგრამ გიორგისათვის ხელის შეშლა,ვეღარ მოასწრო.
სოსო
08 დეკემბერი 2020 18:35
5
ფიჯელი სად იყო.
dato
10 დეკემბერი 2020 23:05
0

სიახლეები პოპულარული