ქართველებმა რუსეთის ნაკრებს ორი ლელო გაუტანეს - რუსებს "ბორჯღალოსნების" ძლევის იმედი აქვთ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მატჩისათვის მომზადებას აგრძელებს და რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა ნაკრებთან სოჭში ამხანაგურ მატჩი 18:28 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდიდან ლელო ტარიელ დონაძემ და გიორგი ჭყოიძემ გაიტანეს, ხოლო დამარცხებულთა რიგებში ნიკოლოზ კაზალიკაშვილის დებიუტი შედგა.

ნამატჩევს კომენტარი კაზალიკაშვილმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, უკეთ თამაშის და უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი გვქონდა. თუმცა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. დებიუტით გახარებული ვარ".

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კი შემდეგი განაცხადა:

"ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა. ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, უბრალოდ კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისათვის ძალიან კარგად
უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს შეუძლებელია. ვიცით, საქართველო ჩვენს რაგბს განვითარებაში რამდენიმე წლით უსწრებს - მათი ნაკრების წევრების 60% საფრანგეთში თამაშობს და ვარჯიშობს.

მიუხედავად ამისა, წარმატებისა უნდა გვჯეროდეს. საქართველოსთან პირველი გამარჯვება რუსული რაგბისთვის აღმაფრენა იქნება. ამიტომ ჩვენ ეს მოგება ძალიან გვჭირდება. სამწუხაროდ, მარტო მე ამის გაკეთება არ შემიძლია, მიზნის მისაღწევად კარგად მუშაობაა აუცილებელი. რუსეთი მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა, რუსული რაგბი კი - ერთ-ერთი ყველაზე პატარა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ისე არ აუდგათ გვერდები
aleksandre
21 დეკემბერი 2020 19:32
1
რუსებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ქართველები ავარჯიშებენ, სამარცხვინოდ.. რა სარგებელი მოუტანა ეხლა ამ ლეგიონერებს ამ თამაშმა?
თ.ბ.
21 დეკემბერი 2020 14:47
5
ამხნევებს ვაჟბატონი ლინი თავის გუნდს რა ქნას აბა იმას ხომ არ გაიხსენებს როგორ წაასხეს ბელგიასთან ამავე ტურნირში აგერ ლეგიონერებმაც მირჯიყნეს და დარჩა ერთი რუსეთის იმპერიის უკიდეგანო სივრცე და გამოექანონ ლინი და მისი სამწყსო უკიდეგანოდ მაგ სივრციდან და დაასკდნენ იალბუზის პიკს სამარადჟამოდ ადმინ არ დამიბლოკო გეხვეწები
აკინ
21 დეკემბერი 2020 13:48
2
რუსეთთან მატჩი ფრედ დამთავრდება.
მამუკა
21 დეკემბერი 2020 12:37
25
ბებიაშენისამ!
მერაბი
21 დეკემბერი 2020 13:51
1
მასე ლაპარაკი არ არის სწორი ეგრე ინგლისისთვის ჩვენც იგივეს წარმოვადგენთ მაგრამ გვეთამაშეს ჩვენც ნასე უნდა მოვიქცეთ ჩვენზე სუსტ გუნდებთან უნდა მოხდეს ტაქტიკის დამუშავება და სხვა მორაგბეების გამოცდა
Tazo
21 დეკემბერი 2020 12:15
1
რუსეთტან თამაშს აზრი აქვს, საერთოდ? ეგ განვლილი ეტაპია.
იდალგო
21 დეკემბერი 2020 04:33
7
რუსეთის ფარჩაკი ნაკრები არგაიშვა
)))
21 დეკემბერი 2020 01:46
6
ღრუსეთის რაგბის ნაკრებში რატომ უნდა ითამაშო?
Leo
21 დეკემბერი 2020 01:21
6
იმედი ადამიანიური სულიერების უდიდესი ძალა იქნებოდა, თუ სასოწარქვეთა არ იარსებებდა.
TanoLife
20 დეკემბერი 2020 23:23
1
საბანი კარგად დაიფარე,არ გაცივდე.
ნიკ
20 დეკემბერი 2020 23:16
1

სიახლეები პოპულარული