რაგბი

ეროვნული ნაკრები

იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი

AutoSharing Option
ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტი აირჩიეს. პერიპეტიები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მაინც. აი, იტალიელები კი საარჩევნო პროცესში არიან და აპენინელთა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი ალფრედო გავაცი მედიასთან საუბრობს.

"გუნდმა იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე თავი კარგად წარმოაჩინა. იქამდეც მშვენივრად ვთამაშობდით და ეს სიურპრიზი არ ყოფილა.

ფლორენციაში მოპოვებული გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

ერთი სიტყვით, პოზიტიური ნიშნები არის, მაგრამ ვიცით, კიდევ უნდა გავიზარდოთ და ჩემი მუშაობის მიზანი სწორედ პროგრესი იქნება", -
onrugby.it-თან საუბარში თქვა "ბრეშიას" 69 წლის ხელმძღვანელმა, რომელიც იტალიური რაგბის სათავეში ორჯერ გახლდათ.



ასევე დაგაინტერესებთ