ქართველებთან ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ - იხსენებს რუსი მორაგბე

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა ვლადისლავ პერესტიაკმა (ლოკომოტივ-პენზა) რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე rugger.info-სთან კომენტარი გააკეთა:

"ბოლოს ქართველებთან U19-ის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. მაშინ ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ: ეს ბიჭები სულ სხვა დონეზე იყვნენ. საქართველოს მთავარ გუნდთან არ მითამაშია, მაგრამ მათ ასპარეზობას "შემოდგომის ერთა თასზე" ვადევნებდი თვალს.

ქართველებმა იქ უბრალოდ კოლოსალური გამოცდილება შეიძინეს. ჩვენს გუნდს, რომელმაც უკანასკნელად გასული წლის დასაწყისში ითამაშა, ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია.

შეკრებაზე ჩვენი შემადგენლობა უძლიერესი არ არის. არ გვყავს, ვთქვათ, ოსტრიკოვი, მოროზოვი და შერბანი. სამაგიეროდ
ახალი სახეები გამოჩდნენ. ვფიქრობ, თუ საბოლოო შემადგენლობაში მოხვდნენ, დიდ გამოცდილებას მიიღებენ".

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი თბილისში 7 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა ტრაბახი დაიწყონ. როცა გვაქებენ მაგრა ვიძაბები, ასე მგონია რაღაცას ამზადებენო.
ჰაჰა
17:48 16-01-2021
0
ტკივილი მანამ შეგაწუხებთ სანამ არ ჩამოირეცხავთ ბოღმას, შურს, ღვარძლს და ....
rugby
12:37 16-01-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული