რაგბი

ეროვნული ნაკრები

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" ცდილობს თამაში მრავალფეროვნებით გააძლიეროს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, ლინ ჯონსის ახალზელანდიელმა თანაშემწემ, ბორის სტანკოვიჩმა რაგბის ფედერაციის საიტთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრები მუდამ გამოირჩეოდა ძლიერი მომზადებით, სახელდობრ, შერკინებით. ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც რაგბის რამე გაეგება და ყველა გეტყვით, რომ მთავარი აქცენტი თავდამსხმელებზე აქვთ გაკეთებული.

თუმცა, ამასთან, აქვთ მისწრაფება, თამაში ბურთის ფლობით და მოქმედებათა მრავალფეროვნებით გააძლიერონ. დიახ, მათი სტანდარტული ელემენტები არ შემცირდა, მაგრამ ესმით, რომ პირველი დონის გუნდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ, ამ მოდელში მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს
შორის 7 თებერვალს თბილისში გაიმართება.