საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა rugger.info-სთან ინტერვიუში "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ელემენტი, რომლებითაც საქართველო უდავოდ სჯაბნის რუსეთს?
- პირველი - ფიზიკური მომზადება, მეორე - გამოცდილება. იმავე "შემოდგომის ერთა თასმა" ქართველებს ტოპ-ნაკრებებთან თამაშის საშუალება მისცა. ამ შეხვედრებში ძალიან ბევრი რამ ისწავლეს; და მესამე - თვითრწმენა, რადგან რუსეთთან არასოდეს წაუგიათ. ფსიქოლოგია მათ მხარეზეა. აი, აქ ჩემი მუშაობა კი იმაში მდგომარეობს, შთავუნერგო ჩემს მორაგბეებს აზრი, რომ მათაც შეუძლიათ გამარჯვება.

- ასეთ შემთხვევაში ამ თამაშში რა კოზირი გექნებათ?
- აი, ამას კი
არ გეტყვით. ეს მატჩზე ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. გამიგეთ, ჩვენთან აქ სულელები კი არ არიან: ყველას ესმის, თუ რამდენად რთული ბრძოლა იქნება ქართველებთან. თუმცა, თუ კარგად ვითამაშებთ, ყველა შანსს გამოვიყენებთ და გაგვიმართლებს კიდეც, მაშინ ხომ მოგებაც შეგვიძლია. ასე არ არის?

- მოდით, სანაძლეო დავდოთ. თუ საქართველო დაამარცხეთ, თავს გადაიპარსავთ?
- არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პუტინთან შეხვედრა მინდა. დაე, გმირის წოდება მომანიჭოს, ისევე, როგორც იური გაგარინს (იცინის).

მკითხველის კომენტარები / 8 /
ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ფრთხილად რუსებო, არ ჩაისვაროთ.
სტატუს ქუო
31 იანვარი 2021 12:48
0
პუტინის ნაცვლად ვერ შეგპირდებით, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ მართლა გაისროლეს შენმა შეგირდებმა, გვარამია-პატარაიას დუეტი სიხარულით მოგანიჭებს დაუვიწყარ სიამოვნებას...
ვოოტ
28 იანვარი 2021 00:00
25
ჯონსი ახალი ზელანდიიდან არის და ბრძოლა უყვარს მოედანზე, რაღაცას ცდილობს მაგრამ ვერ უშველის ვერაფერი. იდეა მაქვს მაგრამ მგონი ვერ მოესწრება თამაშამდე. ისევე როგორც ზელანდია ასრულებს ჰაკას, ჩვენმა ბიჭებმაც, ერთი ხუთმა კაცმა ხორუმით დააფიქროს ჯონსი და მერე დიდი სიამოვნებით ვნახავდი მის სახეს.
shalva
27 იანვარი 2021 22:21
9
უელსელია ჯონსი, ეღადავება ეს რუსებს.
kommarkos
28 იანვარი 2021 08:59
1
კრიმანჭული არ ჯობია ჰაკას?
სილიბისტრო
28 იანვარი 2021 01:22
1
ამათთან ბორიალს ნუ დაიწყებთ გთხოვთ, გადაუარეთ თავზე, ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყეთ ჩვენთან მოგების მონდომება
Star Lord
27 იანვარი 2021 21:08
1
მაინც ველოდები,რომ ბორჯღალი,ახალგაზრდებს მისცემს სათამაშო გამოცდილების დაგროვების საშუალებას,მაგრამ თუ საბრძოლო შემადგენლობით გავედით,მაშინ ჯონსი,მატროსოვივით,ხელყუმბარების კონით თუ ჩაუწვება ჩვენს ბიჭებს,თორემ მაგათი გამჩერებელი,რუსები არ არიან
სოსო
27 იანვარი 2021 20:15
1
მაგარი კაცია,არც იუმორის გრძნობა არ ღალატობს და არც რეალობის
გრიგოლი1408
27 იანვარი 2021 19:36
0

სიახლეები პოპულარული