საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -  16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.

საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე

მკითხველის კომენტარები / 40 /
ნამდვილად არ არის საჭირო ზედმეტი კრიტიკა. რა თქმა უნდა ცუდად ითამაშეს ბიჭებმა მწვრთნელმაც შეცდომები დაუშვა და ზოგადადაც ხარვეზები საკმარისზე მეტი იყო თუმცა მოვიგეთ!!!!!!!!! იუვე, რეალი, ბაიერნი, სიტი და ლივერპული მუდამ დიდი ანგარიშებით ვერ იგებენ და ეგ არ ნიშნავს რომ უესკა რეალის დონის გუნდია, ჰერტა ბაიერნის, ბენევენტო იუვესი და არსენალი სიტის!!!! ბევრი მორაგბე გვაკლდა ამას გარდა რუსებს ყველა შიდა ჩემპიონატის მოათამაშე ყავთ და ძალიან დიდი ხანია შეკრებაზე არიან თიტქმის 3 კვირა ერთი მიზნისთვის ემზადებოდნენ დიდი ანგარიშით არ წაეგოთ რასაც მიაღწიეს კიდეც))))) ჩვენებმა კიდევ მხოლოდ 2 ვარჯიში ჩაატარეს და აბსოლუტურად შეუთამაშებელი ბიჭებით მაინც მოვუგეთ!!!!!! ხარვეზების გამოსწორებას ველოდებით!!!!!!! და ჟვანია დარწმუნებულები ხართ რომ შერკინების მოთამაშეა?!!! ამიტომაც არ წაიყვანა ჰეიგმა მსოფლიოზე!!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
11:02 08-02-2021
5
მელიქიძე სტად ფრანსეს ეკიპირებით რატომ თამაშობს სანაკრებო შეხვედრებში?
David
01:33 08-02-2021
1

სიახლეები პოპულარული