გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი

AutoSharing Option
AUTO PLAY
უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბართონმა (უელსური რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის რანგში) "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ 6 ერში გავარდნისა და დაწინაურების სისტემა უნდა შეიქმნას.

ცვლილებები აუცილებელია. მხოლოდ ერთი თამაშის გამო არ ვამბობ ამას, იტალია ბოლო რამდენიმე წელია ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად არ არის. პირადად მე მიმაჩნია, რომ 6 ერში დაწინაურება-გავარდნის სისტემა უნდა ამუშავდეს.

საქართველო რომ ავიღოთ, რომელმაც მეორე დონის შეჯიბრება მოიგო. რამდენი ხანი უნდა დავაფაროთ ამ ევროპულ გუნდებს გამჭვირვალე ჭერი და როგორ უნდა გავიგოთ, რა ფორმით ვითარდება
რაგბი ევროპაში?
თუ ეს სისტემა დაინერგა და იტალია ბოლო ადგილზე გავიდა, საქართველო კი თავის შეჯიბრებას მოიგებს, საქართველო იტალიაში უნდა ჩავიდეს, იტალიელებს კი შინ თამაშის უპირატესობა ისევ ექნებათ და 6 ერში დარჩენის უკეთეს შანსებსაც შეინარჩუნებენ. მიმაჩნია, რომ სატელევიზიო ტრანსლაციის მხრივაც წარმატებული იქნება, მაყურებლები აუცილებლად ეყოლება. მაგალითად, მე სიამოვნებით ვნახავდი ამ შეხვედრას.
იტალიის ნაკრები, უბრალოდ, ძალიან დაბალ დონეზე დაეცა. ადრე, როცა მაშინაც ვუგებდით, წინააღმდეგობას მაინც გვიწევდნენ, ძლიერი ბიჭები ჰყავდათ და მათთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. ახლა კი, ნახეთ, საფრანგეთმა მათივე კედლებში ზედმეტად იოლად მოუგო", - განაცხადა უორბართონმა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის უკანასკნელ ტურში რუსეთს 16:7 მოუგო, ხოლო იტალია სახლში საფრანგეთთან განადგურდა - 10:50.

altსაქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბიჭები ამბობდნენ, ინგლისთან არ გვინერვიულია ასეო


მკითხველის კომენტარები / 17 /
რეგრესი იმის ბრალია რომ არასწორად იქცევა რაგბის მამები საქართველოს იგნორით და ეს ფაქტია მოქმედებს თუ ვინმეს გონია გუშინდელი რუსებთან თამაშით შეაფასოს ჩვენი ბიჭების დონე მწარედ ცდება ეს არაფრის მომცემი თამაში იგივეა ჩვენ რომ რუსებს ყინულის ხოკეიში ვეთამაშოთ რასაც ვერასდროს ვერ მოუგებთ და ხანდახან შიძლება შაიბაც გაგვატანინონ ასე რომ აუცილებელია გავარდნა აღზევების პრინციპი და მჯერა რომ იტალიას 2 წელში გავღუნავთ .
ზვიო
08 თებერვალი 2021 21:07
0
2015 წლამდე ნაკრები იმსახურებდა, ეხლა უბრალოდ არ ვიმსახურებთ
gre
08 თებერვალი 2021 20:22
12
2015 წლამდე ვიმსახურებდით. 2016 წლიდან რეგრესი გვაქვს. გუშინ ოკუპანტებთან თამაშის შემხედვარე აშკარად ჩანს რომ სადაც ჩვენი ადგილი ზუსტად იქ ვართ.
dat
08 თებერვალი 2021 18:38
24
ხოდა მაგიტომაც განვიცადეთ რეგრესი, რომ არ დაგვაწინაურს,
hhh
08 თებერვალი 2021 20:40
0
6 ერში ისე შეგვიყვანენ როგორც ევრო კავშირში და ნატოში!
ნეტარ არიან მორწმუნენი
08 თებერვალი 2021 17:46
8
უფრო ლოგიკურუ ის ექნება 6 ერი 8 ერად გადაკეთდეს და ფიჯი და საქართველო დაამატონ როგორც შემოდგომაზე ჩატადა,არც იტალია გავარდება,ფიჯის დამატებით ტურნირიც უფრო საინტერესო გახდება და საქართველოსაც შანსი მიეცემა, მოკლედ ყველა კმაყოფილი დარჩება
irakli81
08 თებერვალი 2021 16:43
4
ან გამოაგდონ ეგ იტალია და ჩვენ დაგვამატონ, ან შეგვიყვანონ ჩვენც და იტალიისთვისაც უკეთესი იქნება ვინმეს მაინც მოუგებენ. ჩვენც დავეწევით
თოკო
08 თებერვალი 2021 16:24
1
იმას ვგულისხმობ რომ იტალია დააქვეითონ და ჩვენ ლიგაში ითამაშონ
Toko
08 თებერვალი 2021 20:20
0
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა დღევანდელ საერთაშორისო რაგბში აბსოლუტურად ყველამ იცის რომ იტალიის გაგდება 6 ერიდან და გადასროლა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არის გამორიცხული. უბრალოდ შანსი არარის იტალია ჩავიდეს და პორტუგალიას ეთამაშოს 5 კაციან სტადიონებზე. ზედიზედ 28 თამაშია აგებს იტალია 6 ერში უბრალოდ სასირცხვილო თამაშს აჩვრნებენ მაგრამ ეს არის წმინდა წყლის კომერციული ტურნირი და არავინ არ შეგვიშვებს ესარის რეალობა. ჩვენც ვერ ვხმაურიბთ სათანადოდ. რუსეთს რო ძლივს მოუგებ ვინ შეგიშვებს 6 ერში. დაგცინებენ და გამოგიშვებენ. ყველაზე მთავარია ამდროს რას აკეთებს მსოფლიო რაგბი? არაფერს საერთოდ არაფერს. კაი 6 ერი ჯანდაბას კომერციული ტურნირია. საერთაშორისო ტესტებიც კომერციულია?? მაგას ხო მსოფლიო რაგბი აგვარებს. ელემენტარული ნიემბრის ტესტებზე ყოველწელს კანადა ამერიკის მეტს არავის გვახვედრებენ და საკინკს მოგვიგდებენ ხოლმე და 1 ტესტს მოგვცემენ კარგ ნაკრებთან. 5 მსოფლიო თასი ვითამაშეთ და მარტო ერთხელ იყო ჩამოსული ე.წ ტიერ 1 გუნდი საქართველოში, შოტლანდიას ვგუკისხმობ. ამიტო მსოფლიო რაგბმაც ცოტა გაანძრიოს ტვინი.
იმედია არდამიბლოკავთ კომენტარს
ქართველი
08 თებერვალი 2021 15:59
0
ეს კაცი სიმართლეს ამბობს და ჩვენთვის კარგს. რა თქვა? იტალია აღარ ვითარდებაო, იმიტომ რომ აზრი დაკარგაო. არც ვარდება და არც წინ მიდისო. როცა გადასასვლელი თამაში ექნებაო, უფრო მოინდომებსო, თავის მხრივ ქართველებიც უფრო მოინდომებენო. ჰოდა, რაგბიც განვითარდებაო. მე კი დავამატებ ჩვენ მიზანი გაგვიჩნდება წინსვლის და არა მარტო რუსეთთან მოგების.
ჰაჰა
08 თებერვალი 2021 14:53
1
ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ იტალიას Ltd 6 ერის აქციების 18% ეკუთვნის. ამ პირობებში, მაგათ ვინმე გააგდებს?
gogig
08 თებერვალი 2021 14:23
2
)))))))))) მეც გუშინდელ თამაშზე უნდა დამეწერა, მაგრამ დამასწარით, თუმცა მთავარია ფედერაცია დალაგდეს, ნორმალური მწვრთნელი მოვიყვანთ და შანსს ნამდვილად ვიმსახურებთ
ზურა
08 თებერვალი 2021 14:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული