გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი

AutoSharing Option
AUTO PLAY
უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბართონმა (უელსური რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის რანგში) "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ 6 ერში გავარდნისა და დაწინაურების სისტემა უნდა შეიქმნას.

ცვლილებები აუცილებელია. მხოლოდ ერთი თამაშის გამო არ ვამბობ ამას, იტალია ბოლო რამდენიმე წელია ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად არ არის. პირადად მე მიმაჩნია, რომ 6 ერში დაწინაურება-გავარდნის სისტემა უნდა ამუშავდეს.

საქართველო რომ ავიღოთ, რომელმაც მეორე დონის შეჯიბრება მოიგო. რამდენი ხანი უნდა დავაფაროთ ამ ევროპულ გუნდებს გამჭვირვალე ჭერი და როგორ უნდა გავიგოთ, რა ფორმით ვითარდება
რაგბი ევროპაში?
თუ ეს სისტემა დაინერგა და იტალია ბოლო ადგილზე გავიდა, საქართველო კი თავის შეჯიბრებას მოიგებს, საქართველო იტალიაში უნდა ჩავიდეს, იტალიელებს კი შინ თამაშის უპირატესობა ისევ ექნებათ და 6 ერში დარჩენის უკეთეს შანსებსაც შეინარჩუნებენ. მიმაჩნია, რომ სატელევიზიო ტრანსლაციის მხრივაც წარმატებული იქნება, მაყურებლები აუცილებლად ეყოლება. მაგალითად, მე სიამოვნებით ვნახავდი ამ შეხვედრას.
იტალიის ნაკრები, უბრალოდ, ძალიან დაბალ დონეზე დაეცა. ადრე, როცა მაშინაც ვუგებდით, წინააღმდეგობას მაინც გვიწევდნენ, ძლიერი ბიჭები ჰყავდათ და მათთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. ახლა კი, ნახეთ, საფრანგეთმა მათივე კედლებში ზედმეტად იოლად მოუგო", - განაცხადა უორბართონმა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის უკანასკნელ ტურში რუსეთს 16:7 მოუგო, ხოლო იტალია სახლში საფრანგეთთან განადგურდა - 10:50.

altსაქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბიჭები ამბობდნენ, ინგლისთან არ გვინერვიულია ასეო


მკითხველის კომენტარები / 17 /
რეგრესი იმის ბრალია რომ არასწორად იქცევა რაგბის მამები საქართველოს იგნორით და ეს ფაქტია მოქმედებს თუ ვინმეს გონია გუშინდელი რუსებთან თამაშით შეაფასოს ჩვენი ბიჭების დონე მწარედ ცდება ეს არაფრის მომცემი თამაში იგივეა ჩვენ რომ რუსებს ყინულის ხოკეიში ვეთამაშოთ რასაც ვერასდროს ვერ მოუგებთ და ხანდახან შიძლება შაიბაც გაგვატანინონ ასე რომ აუცილებელია გავარდნა აღზევების პრინციპი და მჯერა რომ იტალიას 2 წელში გავღუნავთ .
ზვიო
21:07 08-02-2021
0
2015 წლამდე ნაკრები იმსახურებდა, ეხლა უბრალოდ არ ვიმსახურებთ
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული