საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას პორტუგალიასთან მატჩით იწყებს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ, ერთს კი ივნისის მიწურულს.

შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამ რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა და შარშან რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშება ვერ დასრულდა. ბოლო ტურის ორი გადადებული მატჩი ამა წლის თებერვალში გაიმართა, ბელგია კი რუმინეთში ვერ ჩავიდა და წაგება ჩაეთვალა (0:28), რის შედეგად ის ბოლო ადგილზე დაქვეითდა და ნიდერლანდებთან უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწევს ბრძოლა.

ფლეი ოფის ეს შეხვედრა ამა წლის ივნისში უნდა გაიმართოს და გამარჯვებული მოწინავე ხუთეულს შეუერთდება. თუ რომელიმე გუნდი რაიმე
მიზეზით თამაშს ვერ შეძლებს, მას წაგება ჩაეთვლება და „ალაფაზე“ დაქვეითდება, მეორე ნაკრები კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრას ჩაატარებს – ერთს ივნისის ბოლოს, სამს ივლისში და ერთსაც ნოემბერში.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის შედეგების ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაერთვება.

ოთხი მატჩი მარტში

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ 2021 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა და მის თანახმად, ბორჯღალოსნები პირველ სამ თამაშს სტუმრად გამართავენ, ორს კი საკუთარ მოედანზე.

კალენდარის დამტკიცებისას გათალისწინებული იყო საქართველოს ინტერესები, რომელიც ამა წლის ივლისში მაღალი დონის ტესტ-მატჩების გამართვას გეგმავს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატს 6-7 მარტს პორტუგალიის ნაკრებთან ჯახით ვიწყებთ და ამავე დღეს რუსეთი რუმინეთს დაუხვდება; 13-14 მარტს ესპანეთს ვეწვევით, ხოლო რუმინეთი პორტუგალიაში ჩავა; 20-21 მარტს ბორჯღალოსნები სტუმრად რუსეთს ერკინებიან, რუმინეთი ესპანეთს მიიღებს; 27-28 მარტს ბორჯღალოსნები პირველ საშინაო შეხვედრას გამართავენ და რუმინელებს მიიღებენ, პორტუგალია კი ესპანეთს ეთამაშება.

პირველი ეტაპი მარტის ბოლოს დასრულდება და ჩემპიონატი ივნისში, ბელგია-ნიდერლანდებს შორის ფლეი ოფის შემდეგ განახლდება. 26-27 ივნისს საქართველომ ამ წყვილს შორის გამარჯვებულს უნდა უმასპინძლოს და ჩვენთვის გათამაშება დასრულდება, თუმცა ტურნირი გაგრძელდება და ივლისში ხუთი თამაში გაიმართება, დასკვნითი შეხვედრა კი ნოემბრის დასაწყისშია ჩანიშნული.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი

6-7 მარტი
პორტუგალია – საქართველო
რუსეთი – რუმინეთი

13-14 მარტი
ესპანეთი – საქართველო
პორტუგალია – რუმინეთი

20-21 მარტი

რუსეთი – საქართველო
რუმინეთი – ესპანეთი

27-28 მარტი
საქართველო – რუმინეთი
პორტუგალია – ესპანეთი

26-27 ივნისი
საქართველო – ბელგ|ნიდერ

3-4 ივლისი
ესპანეთი – რუსეთი
რუმინეთი – ბელგ|ნიდერ

10-11 ივლისი
ბელგ|ნიდერ – პორტუგალია

17-18 ივლისი
ბელგ|ნიდერ – ესპანეთი
რუსეთი – პორტუგალია

6-7 ნოემბერი
ბელგ|ნიდერ – რუსეთი

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰეიგი სანატრელი გაგვიხდა. ჰეიგის ხელში ამათ მაინც ვუგებდით დამაჯერებლად. არადა, ძალიან კარგი მორაგბეები გცყავს. მაღალი დონის მწვრთნელი, თუ გვეღირსა მშვენიერ ნაკრებს დააყენებს
გიორგი
14:13 13-02-2021
1
ესპანეთთან და რუსეთთან დიდი შანსია, რომ კატასტროფამოხდეს. ამის ნიშნები ადრეც იყო და კარგად გამოიკვეთა თბილისში 7 ტებერვალს. რუსეთი ნაკრებთან.

სამწუხაროდ ჩვენი "ურემი" ამ ამოყირავებისკენ მიდის. მწვრთელის გამოცვლასაც აღარ აქვს აზრი. მგონი.

მადლობა ფერდერაციას, მადლობა ხელისუფლებას და მადლობა ყველა იმ "მოღვაწეს", რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე
alibaba
11:46 13-02-2021
9

სიახლეები პოპულარული