"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის კავშირის დაგეგმილი საარჩევნო ყრილობის ადგილას, ავჭალის სტადიონის შესასვლელში, დაძაბულობაა.

აქ შეკრებილნი არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ეს ყრილობა არალეგიტიმური გახლავთ.

ადგილზეა პრეზიდენტობის კანდიდატი იოსებ ტყემალაძე, რომლის განცხადებით, აბუსერიძის პრეზიდენტობა არათუ მისი, არამედ საჯარო რეესტრის გადასაწყვეტია.

ტყემალაძესა და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტან ირაკლი მაჩხანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მაჩხანელმა ტყემალაძეს ხელი არ ჩამოართვა და მატყუარა უწოდა, რომელმაც ქართულ რაგბიში ბზარი შეიტანა და გაერთიანება არ შეუძლია.

ადგილზე იყო გინება, გაწევ-გამოწევა, სკანდირება "წადი", რომლითაც ტყემალაძეს
წასვლისკენ  მოუწოდებდნენ.

ყრილობის წევრთა გარკვეული ნაწილი, რომელიც რეგისტრაციას გადის, არა კლუბების ხელმძღვანელების სახით, არამედ სხვა პირებზე მინდობილობის ფორმით არიან წარმოდგენილნი.

ისმოდა მიმართვები: "სად არის სირი ბაჩო ხურციძე, ამდენი რატომ იწვალა!", "ფულზე გაიყიდნენ". ყრილობის მიმართ პროტესტით განწყობილი პირები რეგისტრაციაზე შემსვლელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით შენობაში შესვლაზე უარი არავის განუცხადებია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი პირველ რიგში კარგი მენეჯერი უნდა იყოს, მერე კი ამ სპორტის ნიუანსებშიდაც უნდა ერკვეოდეს. თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო, მაშინ მენეჯერის თვისებებია უპირველესი. რაც შეეხება აბუსერიძეს ის დიდი მორაგბე იყო, მაგრამ უსინდისო კაცია, რადგან ტყემალაძეს ადანაშაულებს არა პროფესიონალზმში და შენთვის უცნობ საქმეს კიდებ ხელსო, თვითონ, რომ 4 წელი პარლამენტში იჯდა პოლიტიკოსი იყო? ჰოდა სხვას, რომ მიუთითებს თავისიც გაიხსენოს, ან ის აგვიხსნას რა მენეჯერული თვისებები აქვს და სად ისწავლა. კი გვყავდა წინა პრეზიდენტი კარგი მორაგბე, მაგრამ საკუთარი სურვილით გადადგა, ე. ი. ვერ გაქაჩა, ანუ რაგბის ცოდნა მოედანზე გარგია და არა პრეზიდენტის სავარძელში.
ჟორა გაბრიჭიძე
15:27 24-02-2021
11
ეხლა დაიწყება იმ კლუბების მიმართ ხელების გრეხა რომლებიც არ გამოცხადდნენ. სირცხვილია #მემიყვარსრაგბი
ირაკლი
16:56 24-02-2021
0

სიახლეები პოპულარული