ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო. შეგახსენებთ, რომ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
"დელეგატებზე ზეწოლა იყო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს" - სოსო ტყემალაძე
"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]