ირლანდიელი ვეტერანი მორაგბე: საქართველოსა და მსგავს გუნდებს 6 ერში არაფერი ესაქმებათ

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მორკინალმა შეინ ბაირნმა RTE-სთან მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

"იტალიელების საკითხზე სულ ვფიქრობდით და ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით, რომ მათ საქართველოსა თუ მსგავსი ნაკრები გუნდებით არასდროს ჩავანაცვლებდით, "6 ერს" მეორე დონის ტურნირად არ გადავაქცევთ.

მაგრამ, თუ "6 ერს" არგენტინა ან სამხრეთი აფრიკა შემოუერთდება, სხვა თემაა, ეს უკვე მომხიბვლელი ჩანს", - თქვა ბაირნმა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ამ მუტრუკს რა უნდა :)
gio
05 მარტი 2021 02:06
1
ეს უკვე ფობიაა და რაც უფრო ადრე მოიშორებთ მით უფრო ადრე გამოჯანმრთელდებით.
ისე სწორედ ირლანდია გადაგვირჩა მსოფლიოზე.
gaga
04 მარტი 2021 16:24
1
მართალია ეს კაცი, მითუმეტეს ფედერაციის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენ მარტო თამაშით კი არა ადმინისტრირებითაც არაფერი გვესაქმება ღრუსეთს გარდა არსად.
hhh
03 მარტი 2021 20:05
3
ხოდა ვეუბნები რრომ მორჩა მაგათი ვარჯიში რა..... ჩვენ ჩვენი საზაფხულო ლიგა გავაკეთოთ.
dsag
03 მარტი 2021 17:42
2
მართალია, მარა სამაგიეროდ ცხვარი არ ყოფნით ერთ ჭამაზე...
კ ო მ ბ ლ ე
03 მარტი 2021 15:21
2
ტყუილი რა თქვა
vaaax
03 მარტი 2021 14:03
7
ნახევრად სიმართლე ტყულიზე უარესი არაა?
ესენი იჯგიმებიან ჩვენ ვიცით რაგბი და სხვებზე მაგრები ვართო, მაგრამ ამას როგორ აღწევენ და ეს მათი გზა რამდენად არის სამართლიანი (არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად ყველა ამ სპორტით დაინტერესებულთან მიმართებაში) ამაზე უკვე არაფერს არ ამბობენ, ან რასაც ამბობენ მხოლოდ ვირეშმაკულად, ისე, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ მაგათ ნათქვამს!
გორდა
03 მარტი 2021 14:44
2
რად გინდათ ამდენი ბაზარი ამ 6 ერზე ??? ვეღარ გაიგეთ რო ეგ არის კომერციული ტურნირი, თავიდანვე ეგრე შეიქმნა და უფრო მაგრებიც რო ვიყოთ არ შეგვიყვანენ ჯერ (ბილეთს ვინ იყიდის თბილისში ირლანდია რო ჩამოვა და 50 ფუნტი ანუ 230 ლარი რო ეღირება ბილეთი???) ბიზნესია 6 ერი და რა გაახურეთ საქმე ამ უაზრო პოლემიკით/ სტადიონზე შევა ჰა ჰა ჰე 2000 კაცი და ვის აწყობს ეხლა ეგ? იტალია აგებს თუ იგებს სტადიონი სავსეა ყველა თამაშზე და ტელევიზიებიც მაგარ მაყუთებს იხდიან ... აბა ჰე გამოიტანეთ ეხლა დასკვნები
ბაბუ
03 მარტი 2021 12:08
0
ყველაფერი აბანოში გამოჩნდება! აი პორტუგალიასტან და რუსეთტან გასვლებზე გამოჩნდება. ორთაჭალის ბაღში ვანახეთ დღეს რაცა ვართ. ახლა ცხრა ზღვა და ცრა მთა გვაქვს გასავლელი. თუ რკინის ქალამდები არ ჩაიცვა ამ ნაკრებმა, თან რკინის ჯოხი ხელთ არ აიღო - ემანდ რამე შარს და ხიფათს არ გადავეყაროთ.
vahmeeee
03 მარტი 2021 10:29
1
ხალხოოო....

წელიწადზე მეტია ფედერაციის ხელმძღვანელობა ვერ ავირჩიეთ, მილიონების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ყოფილი თუ ამჟამინდელი "სასტავები" ისევ ქართული რაგბის სიყვარულზე ლექციებს გვიკითხავენ და რომელ 6 ერზე ვსაუბრობთ გამაგებინეთ?!
დიმა
03 მარტი 2021 09:13
1
ექვს ერში თამაშის გარდა მაქინატორობაშიც გვჯობიან, აბუსერიძე არ ყავთ თორემ გააგებინებდა უკვე მთელ სამყაროს.
ლუკა
03 მარტი 2021 11:02
0
გამარჯობათ ქართველებო!
აქ ჩემის აზრით საქმე სულ სხვა რამეშია. ძირითადად მსოფლიოში რაგბი მონოპოლიზირიბული აქვთ ანგლო-საქსებს. ბიზნესად, "საკუთარ დუქანად" აქციეს ეს სპორტის სახეობა. არც საქართველო და არც სხვა ვინმე ვისგანაც ფულს არ იშოვიან არ აინტერესებთ.
ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი (ყველა ასაკში, ყველა გუნდის დაშვებით, არა ისე როგორც ეხლა 18 წლამდელებში და 20 წლამდელებშია ევროპა 6 ერის გუნდების გამოკლებით), ჩატარდეს ღიად საკლუბო ტურნირები, როგორც ფეხბურთში.
მთავარი აქ ის არის, რომ ამ ანგლო-საქსებს არაფრის დიდებით რაგბის სიკეთეების სხვებზე გადანაწილება არ სურთ!
ჩვენმა და სხვა ევროპულმა ფედერაციებმა მათთან სწორედ თანასწორუფლებიანობის - სამართლიანიანობის დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლონ.
დავუშვათ მიგვიღეს იტალიის მაგივრად, რა შეიცვლება სპორტული სამართლიანობის მხრივ? არაფერი.
სწორედ ამ უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ ყველა ერთად.
გორდა
03 მარტი 2021 08:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული