მაისაშვილი: პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიის დამარცხების (29:16) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. შეცდომები გვქონდა. თამაშამდეც ვამბობდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავს უფლებას ვაძლევთ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რაც ყოველთვის ვერ ამართლებს. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, გვქონდა ცვლილებები შემადგენლობაში და ამავდროულად, დაგეგმილ მიზანსაც მივაღწიეთ.

მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის
გადაწყობა და მართვა. გვქონდა ემოციური პრობლემები დისციპლინაში, დავრჩით კაცნაკლულები და შევცვალეთ ტაქტიკა. გადავედით ისეთ თამაშზე, რაშიც დომინანტები ვიყავით. თავდაჯერებულობა ანგარიშიდან მოდის და გაკეთდა აქცენტი იმაზე, რაც სასურველ შედეგს მოგვიტანდა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრი: - ეს კაცი პარლამენტს ან მთავრობას დაამშვენებდა იმას ნიშნავს რომ მაგარი ყუმია, აქ საკითხავიც არაფერია, ჭეშმარიტად დაამშვენებდა...
aiboliti
08 მარტი 2021 22:34
0
დიმა. ძალიან ცდება მაგ კაცი, როცა ამბობს, რომ საქართველო ყველასგან მიტოვებულია, პირიქით, ყველასგან ზედმეტი ყურადღების ქვეშ რომ ვართ და ყველას ჭკუაზე, რომ დავდივართ, იმიტომაცა გვაქვს არეული ყველაფერი.
ჰავლაბრელი ტიღუა
07 მარტი 2021 21:41
0
ევროპის საბჭოს პრეზიდენტს
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელს


ო, მუსიე შარლ

გოგმართავთ სრულიად საქართველოს სახელით და თხოვთ გაუწიოთ „ფასილიტაცია“, ხოლო თუ საჭიროა „მედიაცია“, ან კიდევ „მედიტაციაც“ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დაძაბულ სფეროს და ქართული რაგბის ყველა მხარეს. და თუ გნებავთ ტრანსცენენციაც რომ დაწყნარდეს ვითარება და იმნას ,შვიდი და საქმე კეთილი ქვეყანასა ჩვენსა და ყოველთა ქართველთა ზედა.

თქვენი გულისხმიერების იმედად

ყველასგან მიტოვებული და ეული ქართველი ერი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტს
07 მარტი 2021 20:01
2
ეს კაცი პარლამენტს დაამშვენებდა!
ასეთების ადგილი ახლა ზუსტად მანდ არის.
დიმა
07 მარტი 2021 12:40
2

სიახლეები პოპულარული