მერაბ შარიქაძე: ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა

AutoSharing Option
პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნამატჩევს (29:16) საქართველოს რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მერაბ, მიხედე ნაკრებს!!!
მთ
09 მარტი 2021 12:41
0
ვერ მიხედავს, თვითონ არის მისახედი. როდესაც ჩაერევი არჩევნებში, ულტიმატუმებს დააყენებ (ეს მარტო არ ყოფილა... ნაკრების "ბებრებიც" იქაჩებიან, რომლებიც საქართველოში თამაშობენ) და მხარედ გამოდიხარ, შენი ადგილი მონდორზე აღარ არის. მაისაშვილი არსად დაგეკარგოთ!
bs
10 მარტი 2021 09:38
0
ბატონო მერაბ, ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ, პორტუგალიასთან ჩვენი გუნდი 3 წუთით ადრე იგებდა მხოლოდდამხოლოდ 6 ქულით და ამ დროს გვეძლევა 99% -იანი ჯარიმის გატანის შანსი. ამ დროს გუნდი კი რას აკეთებს? აუტში დავარტყით... ასე ახალი ზელანდიაც კი არ გარისკავდა... ნუთუ, იმ ერთი ბონუს ქულისათვის ღირდა თამაშის მოგების რისკის ქვეშ დაყენება?
გიორგი 50
08 მარტი 2021 17:52
0
ბრიტანელები რომ ნახავენ ჩვენების ასეთ თამაშს, მოუნდებათ ჩვენი ექვს ერში შეშვება?! რა ვიცი, რა ვიცი... პორტუგალიისნაირ გუნდებს 100:0-ს უნდა ვუგებდეთ, თუ გვაქვს ექვს ერზე პრეტენზია!
N
08 მარტი 2021 00:32
3
100%-ით გეთანხმებით
მთ
09 მარტი 2021 12:43
0
მერაბ, გულშემატკივრების უმრავლესობა მხოლოდ მორაგბეების გამხნევებას ფიქრობს. ცოტა კრიტიკა თანაც გეთილგანწყობილი ისევ თქვენ წაგადგებათ. როდესაც ჩვენი გუნდი მცირე ანგარიშით (3 ან ნაკლები ქულა) იგებს ან აგებს და მოწინააღმდეგის კართან ახლოს ჯარიმას მოვიპოვებთ, აუცილებლად კარში დაარტყოთ ხოლმე, კარგი? ჯარიმის გატანის შემდეგ მოწინააღმდეგე ბურთს ჩვენ მხარეს დაარტყამს და დიდი ალბათობით ისევ ჩვენ ჩაგვივარდება ხელში. ყველა 6 ერის გუნდი ასე იქცევა, რაგდან ჯერ პრაგმატულად ანგარიში უნდა გააუმჯობესო და მერე ითამაშო უფრო შთამბეჭდავ მოგებაზე. თუ 4 და მეტი ქულით ვაგებთ და თამაშის დასრულებამდე 1-3 წუთი რჩება, მაშინ, კი ბატონო ლელოზე უნდა ითამაშოთ.
გიორგი
07 მარტი 2021 20:06
1
ხაზში ახალი სისხლია საჭირო. მესხი, გოგოლაძე,აიას ლაშა ლომიძე, მატკავა დაამშვენებდნენ ნაკრებს. უბრალოდ გაუგებარია რატომ არ ხდება ხაზში ნაკრების გაახალგაზრდავება. შერკინებას შეეტყო და არაფერია დასაწუნი, აი იაშაღაშვილსაც დიდი პოტენციალი აქვს და იმედია მომავალში მისცემენ შამსს. დებიუტანტები ვინც იყვნენ ქება დაიმსახურეს. ისე არ შეიძლება ეს მესამე ხაზელები საღინაძე გიორგაძე მეორე ხაზში დავაყენოთ? იმიტომ რომ მესამე ხაზი ამ ორის და ჯალაღონიას, გორგაძის, ცუცქირიძის და აგერ უკვე ცხადაძის სახითაც დიდების მოწოდებაზეა. მეორე ხაზი კი უღიმღამო ჩანს ჯერჯერობით. არადა მათი მეორეში გადაყვანით მგონი ტემპი ასწრაფდება.
უბრალოდ ჩემი აზრი
07 მარტი 2021 19:34
0
საღინაძე და გიორგაძე დაბლები არიან შედარებით. აუტში დავიჩაგრებით.
gulshematkivari
09 მარტი 2021 10:33
0
დასალაგებელია ყელა რგოლი და ყველა ასპექტი, უფრო ძლიერი გუნდი ამდენს არ გვაპატიებს.. მარტო ფიჯი რომ გავიხსენოდ ისიც კმარა გადგვიარეს
Ok.
07 მარტი 2021 17:55
0
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული შემოდგომის მატჩების გაკვეთილის სწორი ინტერპრეტაცია და, შედეგად, დიდი მონაპოვარი - შედეგიანი თამაში მოლში რომელიც ასეთ მატჩებში, საკმარისად ძლიერ შერკინებასთან ერთად, გამარჯვების საწინდარი უნდა გახდეს. მოლი, ფაქტობრივად, შერკინების დერივატივია, მისი წარმოებულია, მისი გარძელებაა მდგომარე პოზიციაში. ერთობლიობაში, ისინი თამაშის ბედის გადაწყვეტისათვის, ხშირ შემთხვევაში, საკმარისია, როგორც ეს ინგლისში ვნახეთ. ამ თამაშში, ჩემთვის, ეს არის აღსანიშნავი და იმედისმომცემი სიახლე და მიღწევა.
კახა
07 მარტი 2021 01:05
3
გეთანხმები, მაგრამ პორტუგალიის მოლში დაჩაგვრა არ ნიშნავს ესპანეთის ან რუსეთის დაჩაგვრასაც მოვახერხებთ.
გიორგი
07 მარტი 2021 12:04
1

სიახლეები პოპულარული