რაგბი

ეროვნული ნაკრები

მერაბ შარიქაძე: ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა

AutoSharing Option
პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნამატჩევს (29:16) საქართველოს რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ".