რაგბი ევროპა - მადრიდში ფრანგები იმსაჯებენ

AutoSharing Option
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის შეხვედრებს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, 13 მარტს პორტუგალია რუმინეთს მასპინძლობს, 14 მარტს კი საქართველო მადრიდში ესპანეთს ეთამაშება.

"ბორჯღალოსნებისა" და "ლომების" შეხვედრა ჩვენი დროით 15:45 საათზე დაიწყება და რეფერი პიერ ბრუსე იქნება. მას კიდეებიდან მინეღი და ლაბარბე დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ბონუღი იქნება.

საქართველომ პირველ რაუნდში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხა, ხოლო რუმინეთი სოჭში რუსეთს ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 13:18. პირველ რაუნდში ესპანეთი ისვენებდა, ახლა კი რუსეთი იუქმებს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბს და ბიჭებს მინდა ვთხოვო, რომ ყველა მეტ-ნაკლებად დასარტყმელი ყველა ჯარიმა აუცილებლად უნდა დავარტყათ... თუკი
ახალი ზელანდია არ უკადრისობს...მაშინ ჩვენ რატომღა ვიკავებთ თავს?

გიორგი 50
23:29 09-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული