კვორუმი შედგა, პროტესტი არ შეწყდება

AutoSharing Option
კვორუმი შედგა, "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა არჩევნების გადადება შესთავაზა, რაზედაც დელეგატებმა უარი განაცხადეს.

ახლა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ყრილობის შენობასთან ელოდებიან იმ პირებს, რომლებმაც სავარაუდოდ, სოსო ტყემალაძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ხმა მისცეს. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს, სუსის მხარდაჭერით მოიპარეს ხმები, 5-10-ჯერ უფრო მეტი ადამიანი მოვა და ამ ყველაფერს რაგბის კავშირთან ყოველდღიურად გააპროტესტებენ.

შემდეგ კი აბუსერიძის მხარდამჭერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და "ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული